ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2014

2014

 ► სტატიის ჩამოტვირთვა 

► სტატიის ჩამოტვირთვა

სტატია: „რამდენად კარგადაა დაცული საქართველოს ენდემური მოლუსკები დაცული ტერიტორიების ქსელით“

აბსტრაქტი

საქართველო ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია საერთაშორისო დონეზე. მოლუსკები ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და საქართველოში 300-მდე სახეობითაა წარმოდგენილი. მათგან 75% ენდემურია რეგიონისთვის. რადგან ცალკეული სახეობის კონსერვაციული სტატუსი უცნობია, ენდემური მოლუსკების შენარჩუნების ერთადერთი საშუალება დაცული ტერიტორიებია. იმის გამო, რომ დაცული ტერიტორიების შექმნისას მოლუსკების და, ზოგადად, უხერხემლო ცხოველთა მრავალფეროვნება არ იყო გათვალისწინებული, გაურკვეველია დაცული ტერიტორიების ეფექტურობა მოლუსკების დაცვის მხრივ. კვლევის მიზანი იყო ენდემური მოლუსკების დაცულობის შეფასება დაცული ტერიტორიების საშუალებით. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ენდემური მოლუსკებით განსაკუთრებით მდიდარი ტერიტორიების მხოლოდ მცირე ნაწილი ხვდება დაცული ტერიტორიების ფარგლებში, რაც ვერ უზრუნველყოფს იშვიათ სახეობათა დაცვას.

სტატია: „სიმპატრული გავრცელება თანაარსებობის გარეშე: ორი სახეობის Helix-ის გავრცელების კვლევა ეკოლოგიური ნიშის მოდელირების საშუალებით“

აბსტრაქტი

საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ორი სახეობის დიდი ზომის მოლუსკი ჰელიქსის გვარიდან. მიუხედავად იმისა, რომ მათი არეალები ერთმანეთს ემთხვევა, ისინი თითქმის არასდროს გვხვდებიან ერთსა და იმავე წერტილში მაშინ, როდესაც მათი მონათესავე გვარის (Caucasotachea) წარმომადგენელი ხშირად თანაარსებობს ორივე სახეობის ჰელიქსთან. კვლევის ამოცანა იყო იმის დადგენა, თუ აღნიშნული ფენომენი რამდენად შეიძლება იყოს კლიმატურ ნიშებს შორის სხვაობის შედეგი. კლიმატური ნიშის მოდელირებამ აჩვენა, რომ ნიშებს შორის სხვაობა არაა საკმარისი ჰელიქსების გავრცელების დასახასიათებლად. ამ თვალსაზრისით, სახეობათაშორისი კონკურენცია მეტად ეფექტური ჰიპოთეზაა.

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ- მკვლევარი გიორგი ჩალაძე - სტატიისთვის A spider diversity model for the Caucasus Ecoregion, რომელიც გამოქვეყნებულია Thomson Reuters-ის ბაზაში შემავალი თემატური საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის Journal of Insect Conservation 2014 წლის ივნისის ნომერში;

სტატია: „ობობების ბიომრავალფეროვნების მოდელი კავკასიის ეკორეგიონისთვის“

აბსტრაქტი

კვლევის მიზანს წარმოადგენდა კავკასიის ეკორეგიონში ობობების სივრცობრივი განაწილების მოდელის შექმნა და ამ განაწილების განმაპირობებელი ეკოლოგიური ფაქტორების დადგენა.

ჩვენ გამოვითვალეთ გავრცელების არეალი 471 სახეობის ობობისათვის ინდივიდუალურად და შემდეგ შევაჯამეთ ისინი; მონაცემებად გამოვიყენეთ კავკასიის ობობების გავრცელების წერტილების მონაცემთა ბაზა, ხოლო მოდელირებისათვის გარპის ალგორითმი (GARP algorithm). სახეობების მრავალფეროვნება ყველაზე მაღალი იყო ცენტრალური კავკასიონის ტყიან ნაწილში. რეგრესიული ანალიზის მიხედვით, ჩვენ დავადგინეთ, რომ ამ სივრცობრივ განაწილებას ძირითადად განაპირობებს: ყველაზე მშრალი კვარტალის საშუალო ტემპერატურა და ნალექი. ენდემური სახეობების მრავალფეროვნება კორელაციაში იყო საერთო სახეობების რაოდენობასთან, მაგრამ განსაკუთრებულად მაღალი ენდემიზმი (როდესაც ადგილობრივი ფაუნის 10% მეტი ენდემებია) გვხვდება მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში.

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი ნინო ჩხეიძე - სტატიისთვის Synchrotron emission model of gamma-ray pulsar PSR J2021+3651, რომელიც გამოქვეყნებულია Thomson Reuters-ის ბაზაში შემავალი თემატური საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის New Astronomy 2015 წლის თებერვლის ნომერში;

► სტატიის ჩამოტვირთვა

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარ ჯუანშერ ჯეჯელავა - სტატიისთვის Search for supersymmetry in events with large missing transverse momentum, jets, and at least one tau lepton in 20 fb(-1) of root s=8 TeV proton-proton collision data with the ATLAS detector, რომელიც გამოქვეყნებულია Thomson Reuters-ის ბაზაში შემავალი თემატური საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის Journal of High Energy Physics 2014 წლის სექტემბრის ნომერში.

► სტატიის ჩამოტვირთვა

ბანერები