ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელი

ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობით, მიზნად ისახავს საქართველოში არსებული ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის განვითარებას. აღნიშნული პროექტის მიზანია სხვადასხვა ინტერესების მქონე სხვადასხვა ასაკის მოზარდების ერთ სივრცეში გაერთიანება საბუნებისმეტყველო ექსპერიმენტების ერთად ჩატარების მიზნით, საიდანაც ყალიბდება ახალი ტიპის ურთიერთობები მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, რაც მათ დაეხმარება მეცნიერებების შესწავლასა და შემეცნებაში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აქტიურად მუშაობს რა მეცნიერების პოპულარიზაციის კუთხით, საქართველოში ლიდერია ამ მიმართულებით. უნივერსიტეტი მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებსა და საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებს შესთავაზებს სემინარებს მოზარდების ხელშეწყობისა და კლუბური მუშაობის დანერგვის მიზნით. უნივერსიტეტი ასევე უზრუნველყოფს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის ლიდერების ყოველწლიურ ფორუმს.

პროექტის პარტნიორია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელში გაწევრიანების მსურველებმა ელექტრონულ მისამართზე yexclub@iliauni.edu.ge უნდა გამოგვიგზავნონ ქსელში გაწევრიანების მოთხოვნა და ინფორმაცია კლუბის საქმიანობის შესახებ.

ბანერები