ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2016

პასკალის პრემიის 2016 წლის ლაურეატები

შალვა ბარჯაძე - დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტი

ნაშრომის დასახელება

 „ახალი დიაგნოზი PlutomurusYosii (Collembola, Tomoceridae)-ის სახეობებისათვის ორი ახალი სახეობის აღწერით საქართველოს მღვიმეებიდან“ / NEW DIAGNOSIS FOR SPECIES OF PLUTOMURUSYOSII (COLLEMBOLA, TOMOCERIDAE), WITH DESCRIPTIONS OF TWO NEW SPECIES FROM GEORGIAN CAVES
ნაშრომი გამოქვეყნდა:
2016 წელს სამეცნიერო ჟურნალში Zootaxa 4126 (1): 077-096

აბსტრაქტი

აღწერილია, ილუსტრირებულია და დიფერენცირებულია სხვა მორფოლოგიურად ახლომონათესავე სახეობებისაგან გვარ Plutomurus-ის 2 ახალი სახეობა - P. djanashvilii sp. nov. პრომეთესა და საწურბლიის მღვიმეებიდან და P. kvavadzei sp. nov. სათევზიას მღვიმიდან. P. djanashvilii sp. nov.-ის ტიპობრივი სერიის მორფოლოგიის ანალიზი უჩვენებს, რომ ვარიაციის მაღალი დონე ბრჭყალის, უნგუიკულუსის და მუკროს კბილაკების რიცხვში წარმოადგენს ამ ნიშან-თვისებებს გამოუსადეგარს დიაგნოსტიკური მიზნებისათვის. სამაგიეროდ, დორსალური ქეტოტაქსია უზრუნველყოფდა მყარ ნიშან-თვისებებს ამ მიზნისათვის. დნმ-ის თანმიმდევრობების ანალიზი COI და 28S გენებისათვის შესაბამისობაშია სახეობის დონის ჯგუფებთან, რომლებიც გამიჯნულია ქეტოტაქსიის გამოყენებით და ამგვარად უზრუნველყოფს დამატებით მხარდაჭერას ქეტოტაქსიისათვის, როგორც ყველაზე საიმედო მორფოლოგიური ნიშან-თვისების სისტემისა Plutomurus-ის გვარში სახეობების დიაგნოზირებისათვის. უზრუნველყოფილია საქართველოში ნაპოვნი Plutomurus-ის გვარის სახეობების სარკვევი, რომელიც პირველად შეიცავს მაკროქეტოტაქსიის ნიშან-თვისებებს.

ნაშრომის დასახელება

 „Aphis Linnaeus (Hemiptera, Aphididae)-ის ახალი სახეობა მცხოვრები Teucriumpolium L. (Lamiaceae)-ზე“ / A NEW SPECIES OF APHIS LINNAEUS (HEMIPTERA, APHIDIDAE) LIVING ON TEUCRIUMPOLIUM L. (LAMIACEAE)
ნაშრომი გამოქვეყნდა: 2016 წელს სამეცნიერო ჟურნალში Zootaxa 4057 (2): 248–256

აბსტრაქტი

აღწერილ იქნა ბუგრის მეცნიერებისათვის ახალი სახეობა Aphis poliisp. n. უფრთო და ფრთიან პართენოგენეზურ მდედრებზე და სქესობრივი მდედრების საფუძველზე, რომელიც ბინადრობს Teucrium poliumL. (Lamiaceae)-ზე. ეს სახეობა იყო შეგროვებული 17 ადგილას კონტინენტურ საფრანგეთში, კორსიკაზე, იტალიაში, უკრაინაში, ლიბანსა და ირანში. ახალი სახეობა მორფოლოგიურად გვარ Aphis-ის 2 სახეობის მსგავსია, რომლებიც სპეციფიურად იკვებებიან მხოლოდ გვარ Teucrium-ის სახეობებზე, თუმცა აქვთ შედარებით გრძელი ხორთუმის ბოლო ნაწევარი. მოცემულია ის ნიშან-თვისებები, რომლებითაც ხდება გვარ Teucrium-ის სახეობებზე მობინადრე 3 სახეობის ბუგრის და ასევე ტუჩოსნებით (Lamiaceae) ოჯახის სახეობებით მკვებავი სხვა მორფოლოგიურად მსგავსი სახეობებისაგან განსხვავება. ტიპობრივი მასალა განთავსებულია პარიზის ეროვნულ ბუნების ისტორიის მუზეუმში (MNHN), ბიოლოგიისა და პოპულაციების მენეჯმენტის ცენტრში (მონპელიე, საფრანგეთი) და ბუნების ისტორიის მუზეუმში - BMNH (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი).

გიორგი ჩალაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორი

ნაშრომის დასახელება

 „ჰომოსექსუალობის სტაბილურობა კაცებში შესაძლოა აიხსნას ჰეტეროსექსუალი მატარებლებით: X-შეჭიდული დამემკვიდრების, ინდივიდებზე დაფუძნებული სიმულაცია“ / HETEROSEXUAL MALE CARRIERS COULD EXPLAIN PERSISTENCE OF HOMOSEXUALITY IN MEN: INDIVIDUAL-BASED SIMULATIONS OF AN X-LINKED INHERITANCE MODEL

ნაშრომი გამოქვეყნდა: 2016 წელს სამეცნიერო ჟურნალში Archives Of Sexual Behavior, 45(7), 1705-1711. doi:10.1007/s10508-0160742-2

აბსტრაქტი

ადამიანებში ჰომოსექსუალობა ცნობილია მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, ამავე დროს, ტყუპების კვლევებით დადასტურებულია, რომ ჰომოსექსულობა გარკვეულწილად გენეტიკური ფაქტორებითაა განპირობებული. ევოლუციური თვალსაზრისით, ეს პარადოქსია - როგორ ნარჩუნდება ნიშანი, რომელიც რეპროდუქციულ წარმატებას ამცირებს? კვლევაში წარმოდგენილია პოპულაციურ-გენეტიკური მოდელი, რომელიც, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ჰომოსექსუალობის სტაბილურობის შესაძლო მექანიზმს ხსნის. მოდელის მიხედვით ადამიანების დაახლოებით ნახევარი ატარებს გენებს, რომელიც კაცებში ჰომოსექსუალობის წინაპირობაა, ხოლო ქალებში ზრდის ნაყოფიერებას.

დავით ქურიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორი

ნაშრომის დასახელება

წყალბადის (Hα) ხაზის პროფილის ასიმეტრიები და ანთებული ქრომოსფეროს სიჩქარეები / Hα LINE PROFILE ASYMMETRIES AND THE CHROMOSPHERIC FLARE VELOCITY FIELD
ნაშრომი გამოქვეყნდა: 2015 წელს ასტროფიზიკურ ჟურნალში (Astrophisical Journal)

აბსტრაქტი

წარმოდგენილ სტატიაში შესწავლილია წყალბადის (Hα 6563 Å) და ინფრაწითელი კალციუმის (Ca ıı 8542 Å) სპექტრების ევოლუცია მზის ატმოსფეროში M1.1 კლასის ანთებების დროს. დაკვირვებები მიღებულია მაღალი გარჩევის ერთმეტრიან შვედურ მზის ტელესკოპზე, რომელიც განთავსებულია ესპანეთში, კანარის კუნძულებზე. ანთებული ქრომოსფეროს სპექტრების დროითი ევოლუცია აჩვენებს გაზრდილ გამოსხივებას სპექტრების ტალღის სიგრძის წითელ არეში (წითელი ასიმეტრია) ანთებების მაქსიმუმამდე და ლურჯ არეში (ლურჯი ასიმეტრია) მაქსიმუმის შემდეგ. იმავე თვისებებს ავლენს ანთების სინთეტური სპექტრების ევოლუციაც მიღებული რადიაციულ-ჰიდროდინამიკური რიცხვითი სიმულაციებით. დაკვირვებული და სინთეზირებული სპექტრების ანალიზი აჩვენებს, რომ ასმიეტრიები წარმოიქმნება ანთებულ ატმოსფეროში მრავალ-კომპონენტიანი პლაზმური დინებების გრადიენტებით, რომლებიც ანთებების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირად ცვლის პლაზმის ოპტიკურ გამჭვირვალობას სხვადასხვა ტალღის სიგრძის გამოსხივებისთვის. შესაბამისად, ასიმეტრიების ანალიზით, შესაძლებელია პლაზმური დინებების (სიჩქარეების და სივრცე-დროითი ევოლუციის) გამოკვლევა ატმოსფეროს ქვედა ფენებში.

ნაშრომის დასახელება

 „კელვინ-ჰელმჰოლცის არამდგრადობები მზის ქრომოსფერულ დინებებში: თეორია და დაკვირვებები“/ KELVIN-HELMOLTZ INSTABILITY IN SOLAR CHROMOSPHERIC JETS: THEORY AND OBSERVATION
ნაშრომი გამოქვეყნდა: 2015 წელს ასტროფიზიკურ ჟურნალში (Astrophisical Journal)

აბსტრაქტი

წარმოდგენილ სტატიაში შესწავლილია წყნარ მზეზე ქრომოსფერული დინებების დინამიკა ერთმეტრიან, მზის შვედურ ტელესკოპზე (ესპანეთი, კანარის კუნძულები) მიღებული დაკვირვებების ანალიზის საფუძველზე. ეს დინებები ხასიათდება სწრაფი გაქრობით წყალბადის Hα 6563 Å სპექტრული ხაზიდან. წარმოდგენილ სტატიაში გამოკვლეულია მათი მაგნიტო-ჰიდროდინამიკური სტაბილურობების თეორიული ასპექტები. დინებების დინამიკის აღმწერი დისპერსიული განტოლების ამონახსენი აჩვენებს, რომ ეს დინებები არამდგრადია კელვინ-ჰელმჰოლცის არამდგრადობის (KHI) მიმართ. არამდგრადობების ზრდის მახასიათებელი დრო ბევრად მცირეა დინებების სიცოცხლის ხანგრძლივობასთან შედარებით, რაც მიუთითებს, რომ  KHI მნიშვნელოვნად განსაზღვრავს დინებების დინამიკას და ევოლუციას. არამდგრადობამ უნდა გამოიწვიოს KHI გრიგალები და ტურბულენტური დინებები, რომლებიც შეიძლება დაიმზიროს, როგორც სპექტრული ხაზების გაგანიერებები. დაკვირვებები მართლაც ადასტურებს დინებებში აღნიშნული გაგანიერებებების არსებობას.

გარდა ამისა, თეორიული ანალიზი ასევე მიუთითებს, რომ მრავალკომპონენტიან ქრომოსფერულ პლაზმაში აღნიშნულმა გრიგალებმა შეიძლება სწრაფი დისიპაცია განიცადონ და გამოიწვიონ დინებების სწრაფი გაცხელება.

ლაშა სუხიშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი

ნაშრომის დასახელება

 „შეცოცებათა სისტემის ტექტონიკით და სედიმენტაციური პროცესებით გამოწვეული მდინარე მტკვრის გვიან პლეისტოცენური მიგრაციები“ LATE PLEISTOCENE RIVER MIGRATIONS IN RESPONSE TO THRUST BELT ADVANCE AND SEDIMENT-FLUX STEERING - THE KURA RIVER (SOUTHERN CAUCASUS)
ნაშრომი გამოქვეყნდა: 2016 წელს სამეცნიერო ჟურნალში Geomorphology N266. pp. 53-65

აბსტრაქტი

გვიან მეოთხეულში მსოფლიოში ხშირად გვხვდება შემთხვევები, როდესაც მდინარეები, გარეგანი ჩარევის გამო, იცვლიან კალაპოტს და ამ გზით აბალანსებენ სისტემაზე გარედან მოქმედ ფაქტორებს. ეს პროცესი იწვევს დიდ გეომორფოლოგიურ ცვლილებებს და ადამიანურ და ეკონომიკურ დანაკარგებს, ამიტომ მნიშვნელოვანია გამომწვევი მიზეზების დადგენა.
სტატია მოიცავს გეომორფოლოგიურ, გეოქრონოლოგიურ და მძიმე მეტალების ანალიზს, ასევე - ტექტონომორფულ და სეისმურ მონაცემებს მდინარე მტკვრის კალაპოტის გვიან მეოთხეულში მიგრაციის პროცესის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, რომელსაც ადგილი ჰქონდა ცენტრალური კავკასიონის მთისწინა აუზში და რომელიც დღემდე მხოლოდ ფრაგმენტულადაა გააზრებული. კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სედიმენტების ნაკადების მიმართულებას. გვიან მეოთხეულში მდინარე მტკვრის კალაპოტის მნიშვნელოვანი მიგრაციები გამოხატავს იმ პროცესებს, რაც დაკავშირებულია, ერთი მხრივ, ტექტონიკასთან, კერძოდ, მტკვრის ნაოჭა-შეცოცებათა სისტემის სამხრეთ-დასავლეთ პროგრესირებასათან, ხოლო მეორე მხრივ - კლიმატთან. ჰოლოცენში, შედარებით თბილი კლიმატის, მცირე სედიმენტების და მდინარეული სიღრმითი ეროზიის პირობებში, მდინარე მტკვარი შედარებით უფრო დამოკიდებულია ტექტონიკურ კონტროლზე და მიგრირებს სამხრეთ-დასავლეთით. ამის საპირისპირო სურათია გვიან პლეისტოცენში, როცა ცივი კლიმატის პირობებში, ჭარბი სედიმენტები იწვევს აკუმულაციურ პროცესებს და მტკვარი გადაადგილდება ტექტონიკური ტრენდის საწინააღმდეგო მიმართულებით - 10 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით.

ბანერები