ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვასილ მეტრეველი

ასისტენტ-მკვლევარი ვასილ მეტრეველი პასკალის პრემიით დაჯილდოვდა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ვასილ მეტრეველი დაჯილდოვდა პასკალის პრემიით საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში Frontiers in Forests and Global Change სტატიის გამოქვეყნებისთვის.

სტატიის სახელწოდება: On the relationship between environment and growth of Sweet chestnut (Castanea sativa) in the Caucasus

გამოცემა: Frontiers in Forests and Global Change 2025 – Clarivate Analytics-ის ბაზაში ინდექსირებული საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი 3.2 იმპაქტფაქტორით. აიგენფაქტორის ქულის მიხედვით მე-18 ადგილი უკავია მეტყევეობის მიმართულების 92 ჟურნალს შორის.

აბსტრაქტი

გარემო ფაქტორების რაოდენობრივი შეფასება, რომლებიც გავლენას ახდენს ხეების ზრდის დინამიკაზე, გადამწყვეტია ეკოსისტემების რეაგირების პროგნოზირებისთვის, განსაკუთრებით გლობალური კლიმატის ცვლილების პირობებში. თუმცა დიდ რეგიონებში ხეების ზრდის ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი მონიტორინგი დიდ რესურსებს მოითხოვს. იდეალურ შემთხვევაში დენდროქრონოლოგიურ გაზომვას ავსებს მოდელები, რომელთაც შეუძლიათ ზრდის ტენდენციების ეფექტურად შეფასება, განსაკუთრებით – ნაკლებად შესწავლილ რეგიონებში. 

კვლევაში გამოყენებულია მოდელირების მიდგომა, რომელიც აერთიანებს განზოგადებულ ადიტიურ მოდელებსა (GAMs) და დენდროქრონოლოგიურ მონაცემებს, რომლებიც მოპოვებულია საქართველოსა და აღმოსავლეთ თურქეთში შეგროვებული ევროპული წაბლის (Castanea sativa Miller) 258 ნიმუშიდან (ე.წ. „ბურღი“). 

კვლევის ძირითადი შედეგები:

  • მოდელებმა გამოავლინა, რომ კორომის ასაკი, ყველაზე ცივი თვის მინიმალური ტემპერატურა, ნალექების რაოდენობა ყველაზე მშრალ კვარტალში, ნიადაგის აზოტის შემცველობა და ნიადაგის pH მნიშვნელოვანი პროგნოზირებადი ფაქტორებია.
  • ზრდის საუკეთესო პირობები გამოვლინდა ახალგაზრდა კორომებში (
  • სამომავლო სცენარების ანალიზმა (SSP126, SSP370 და SSP585) აჩვენა რეგიონულად ცვალებადი ზეგავლენა. გამოიკვეთა კლიმატით გამოწვეული სტრესის მიმართ მოწყვლადი კორომები,  ასევე კორომები, რომლებისთვისაც სასარგებლოა უფრო თბილი და მშრალი პირობები.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოდელის პროგნოზირების სიზუსტე ყველაზე საიმედოა Ca. sativa-ის გავრცელების დასაკვირვებელ არეალში, მისი ექსტრაპოლაცია გონივრული იქნება სხვა რეგიონებზეც იმ პირობით, თუ გარემო ფაქტორები მოდელის მოსამზადებლად გამოყენებულ მონაცემთა დიაპაზონს შეესაბამება.

2014 წელს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევის პროცესში მონაწილეობის ხელშესაწყობად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას ინიციატივით დაწესდა პასკალის პრემია, რომლის ოდენობა 3000 ლარია. პრემია გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ახალგაზრდა მეცნიერს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაციისთვის, რომელსაც სტატიის სახე აქვს. ჯილდო ერთ კანდიდატზე გაიცემა წელიწადში მაქსიმუმ სამი სტატიისთვის. პრემიის მიმღებთა რიცხვი შეზღუდული არ არის.

2026

ბანერები