ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შოთა ჯაფარაშვილი

შოთა ჯაფარაშვილი პასკალის პრემიით დაჯილდოვდა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „ეკოლოგია“ სტუდენტი შოთა ჯაფარაშვილი დაჯილდოვდა პასკალის პრემიით საერთაშორისო ჟურნალში Zootaxa სტატიის გამოქვეყნებისთვის. 

სტატიის სახელწოდება: Three new species of flightless Cryptorhynchinae from the Caucasus (Coleoptera: Curculionidae)

ჟურნალი: Zootaxa (2025) ინდექსირებულია Clarivate Analytics-ის ბაზაში. იმპაქტფაქტორი 0.9-ს შეადგენს. აიგენფაქტორის ქულის მიხედვით მეორე ადგილზეა ზოოლოგიის მიმართულების 183 საერთაშორისო ჟურნალს შორის.

აბსტრაქტი

სტატიაში აღწერილია ხოჭოს სამი ახალი სახეობა კავკასიიდან: Kyklioacalles ocellus Stüben & Astrin, sp. nov., Onyxacalles gibbosus Stüben & Astrin, sp. nov. და Echinodera borjomiensis Stüben & Astrin, sp. nov. ეს სახეობები მონათესავე სახეობებისგან განსხვავდებიან როგორც მორფოლოგიურად, ისე მოლეკულური მონაცემებით.

2014 წელს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევის პროცესში მონაწილეობის ხელშესაწყობად  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას ინიციატივით დაწესდა პასკალის პრემია, რომლის ოდენობა 3 000 ლარია. პრემია გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ახალგაზრდა მეცნიერს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაციისთვის, რომელსაც სტატიის სახე აქვს. ჯილდო ერთ კანდიდატზე გაიცემა წელიწადში მაქსიმუმ სამი სტატიისთვის. პრემიის მიმღებთა რიცხვი შეზღუდული არ არის.

2026

ბანერები