ილიაუნის ზოოლოგიის ინსტიტუტის ლაბორანტი ქრისტინა ძულიაშვილი პასკალის პრემიით დაჯილდოვდა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ლაბორანტი ქრისტინა ძულიაშვილი დაჯილდოვდა პასკალის პრემიით საერთაშორისო ჟურნალში Zootaxa სტატიის გამოქვეყნებისთვის.
სტატიის სახელწოდება: New data on harvestmen (Opiliones) of Georgia with the description of a new Rilaena species
გამოცემა: Zootaxa (2025) – Clarivate Analytics-ის ბაზაში ინდექსირებული საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი 0.9 იმპაქტფაქტორით. აიგენფაქტორის ქულის მიხედვით მეორე ადგილი უკავია ზოოლოგიის მიმართულების 183 ჟურნალს შორის.
აბსტრაქტი
კვლევაში აღწერილია და ილუსტირებულია მთიბავების Phalangiidae ოჯახის ახალი სახეობა Rilaena kopala sp. nov. საქართველოში შეგროვებული მამრი ინდივიდების ნიმუშების საფუძველზე. განხილულია ინფორმაცია სახეობების Zachaeus shachdag Snegovaya & Starega, 2008 და Calathocratus minutus Snegovaya, 2011 საქართველოში პირველი დაფიქსირების და სახეობების Odiellus lendlii (Sørensen, 1894) და Phalangium mcheidzeae Snegovaya, 2014 ახალი დაფიქსირების შესახებ. სტატიაში წარმოდგენილია COI გენის პირველი თანმიმდევრობები სახეობებისთვის: C. minutus, C. caucasicus (Šilhavý, 1966), Z. shachdag, P. mcheidzeae, და R. kopala sp. nov.
2014 წელს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევის პროცესში მონაწილეობის ხელშესაწყობად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას ინიციატივით დაწესდა პასკალის პრემია, რომლის ოდენობა 3000 ლარია. პრემია გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ახალგაზრდა მეცნიერს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაციისთვის, რომელსაც სტატიის სახე აქვს. ჯილდო ერთ კანდიდატზე გაიცემა წელიწადში მაქსიმუმ სამი სტატიისთვის. პრემიის მიმღებთა რიცხვი შეზღუდული არ არის.
2026