ასისტენტ-მკვლევარი მარიამ გოგშელიძე პასკალის პრემიით დაჯილდოვდა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი მარიამ გოგშელიძე დაჯილდოვდა პასკალის პრემიით საერთაშორისო ჟურნალში Zootaxa სტატიის გამოქვეყნებისთვის.
სტატიის სახელწოდება: Three new cavernicolous Neobisium species from Caucasian caves in Georgia (Arachnida: Pseudoscorpiones)
ჟურნალი: Zootaxa (2025) ინდექსირებულია Clarivate Analytics-ის ბაზაში. იმპაქტფაქტორი 0.9-ს შეადგენს. აიგენფაქტორის ქულის მიხედვით მეორე ადგილზეა ზოოლოგიის მიმართულების 183 საერთაშორისო ჟურნალს შორის.
აბსტრაქტი
სტატიაში აღწერილი და ილუსტრირებულია საქართველოს მღვიმეებში მცხოვრები პსევდოსკორპიონის სამი ახალი სახეობა: Neobisium kozmaniense sp. nov. (კოზმანის მღვიმე), Neobisium sakishorense sp. nov. (საკიშორის მღვიმე), Neobisium kotiasense sp. nov. (კოტიას და ზაქარიას კლდეები). გარდა ამისა, წარმოდგენილია მთავარი იდენტიფიკატორი საქართველოს ყველა ტროგლომორფული Neobisium სახეობისთვის.
2014 წელს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევის პროცესში მონაწილეობის ხელშესაწყობად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას ინიციატივით დაწესდა პასკალის პრემია, რომლის ოდენობა 3 000 ლარია. პრემია გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ახალგაზრდა მეცნიერს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაციისთვის, რომელსაც სტატიის სახე აქვს. ჯილდო ერთ კანდიდატზე გაიცემა წელიწადში მაქსიმუმ სამი სტატიისთვის. პრემიის მიმღებთა რიცხვი შეზღუდული არ არის.
2026