ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ანა მარგალიტაძე

ასისტენტ-მკვლევარი ანა მარგალიტაძე პასკალის პრემიით დაჯილდოვდა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ანა მარგალიტაძე დაჯილდოვდა პასკალის პრემიით საერთაშორისო ჟურნალში Zootaxa სტატიის გამოქვეყნებისთვის.

სტატიის სახელწოდება: Four new cavernicolous species of the genus Acanthophorella Antić & Makarov, 2016 (Diplopoda, Chordeumatida, Anthroleucosomatidae) from Georgia, Caucasus

გამოცემა: Zootaxa (2025) – Clarivate Analytics-ის ბაზაში ინდექსირებული საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი 0.9 იმპაქტფაქტორით. აიგენფაქტორის ქულის მიხედვით მეორე ადგილი უკავია ზოოლოგიის მიმართულების 183 ჟურნალს შორის.

აბსტრაქტი

სტატიაში აღწერილია გვარის Acanthophorella Antić & Makarov, 2016 ოთხი ახალი ტროგლობიონტი სახეობა საქართველოს მღვიმეებიდან. Acanthophorella didi sp. nov. სამ, ხოლო A. gaumarjos sp. nov. ერთ მღვიმეშია აღმოჩენილი რაჭის კარსტულ მასივზე, ამასთანავე A. eto sp. nov. და A. spinicoxa sp. nov. ცნობილნი არიან მღვიმეებიდან, რომლებიც მდებარეობს სათაფლია-წყალტუბოს კარსტულ მასივზე და ზემო იმერეთის პლატოზე. ყველა სახეობა არის სრულად აღწერილი და წარმოდგენილი მრავალფეროვანი ილუსტრაციებით. პირველად აღიწერა გვარის Acanthophorella barjadzei Antić & Makarov, 2016 ვულვა. სახეობას A. valerii Antić in Antić et al. დამატებული აქვს გავრცელების ახალი წერტილი. ოთხივე ახალი სახეობის შესახებ მოცემულია ეკოლოგიური მახასიათებლები. გვარში გაერთიანებული ყველა 10 სახეობისთვის წარმოდგენილია გავრცელების რუკა და სარკვევი. სტატიაში საფუძვლიანად არის განხილული გვარის გავრცელება და ტროგლომორფიზმი.

2014 წელს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევის პროცესში მონაწილეობის ხელშესაწყობად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას ინიციატივით დაწესდა პასკალის პრემია, რომლის ოდენობა 3000 ლარია. პრემია გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ახალგაზრდა მეცნიერს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაციისთვის, რომელსაც სტატიის სახე აქვს. ჯილდო ერთ კანდიდატზე გაიცემა წელიწადში მაქსიმუმ სამი სტატიისთვის. პრემიის მიმღებთა რიცხვი შეზღუდული არ არის.

2026

ბანერები