


გარე მობილობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის აცხადებს სტუდენტთა მიღებას გარე მობილობით შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი:
- მათემატიკა – 5 ვაკანტური ადგილი
- კომპიუტერული ინჟინერია –10 ვაკანტური ადგილი
წინაპირობა: მათემატიკასა და კომპიუტერულ ინჟინერიაზე 2020-2021 სასწავლო წლამდე ჩარიცხულ მობილობის მსურველს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მეოთხე გამოცდად ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი საგანი – მათემატიკა, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია ან ბიოლოგია.
2020-2021 სასწავლო წელს და შემდგომში ჩარიცხულ მობილობის მსურველს კი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამოცდები (იხ.ბრძანება), მხოლოდ კომპიუტერულ ინჟინერიაზე მობილობის მსურველს კი გადალახული უნდა ჰქონდეს კომპეტენციის მითითებული ზღვრები შემდეგ საგნებში: ინგლისური ენა – 30%, მათემატიკა ან ფიზიკა – 30%.
- კომპიუტერული ინჟინერია (ინგლისურენოვანი) – 5 ვაკანტური ადგილი
წინაპირობა: პროგრამაზე მობილობის მსურველს გადალახული ჰქონდეს კომპეტენციის მითითებული ზღვრები შემდეგ საგნებში: ინგლისური ენა – 70%, მათემატიკა ან ფიზიკა – 40%.
- სამოქალაქო ინჟინერია (ინგლისურენოვანი) – 10 ვაკანტური ადგილი
წინაპირობა: პროგრამაზე მობილობის მსურველს გადალახული უნდა ჰქონდეს კომპეტენციის მითითებული ზღვრები შემდეგ საგნებში: ინგლისური ენა – 70%, მათემატიკა ან ფიზიკა – 40%.
შენიშვნა: აპლიკანტებს, რომლებსაც არ აქვთ გადალახული ინგლისური ენის 70%-იანი ზღვარი, მიეცემათ შესაძლებლობა, ჩააბარონ საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში და დაადასტურონ ენობრივი კომპეტენცია B2 დონეზე.
- ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) – 80 ვაკანტური ადგილი
- ბიზნესის ადმინისტრირება (ტურიზმი) – 10 ვაკანტური ადგილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი:
- ფსიქოლოგია – 30 ვაკანტური ადგილი
- ფილოსოფია – 5 ვაკანტური ადგილი
- ჰუმანიტარული მეცნიერებები: ხელოვნებათმცოდნეობა; კინომცოდნეობა – 4 ვაკანტური ადგილი
- ჰუმანიტარული მეცნიერებები: ანგლისტიკა; გერმანისტიკა; საფრანგეთისმცოდნეობა; სლავისტიკა; ისტორია; ლიტერატურათმცოდნეობა; ქართული ფილოლოგია – 13 ვაკანტური ადგილი
- ჰუმანიტარული მეცნიერებები: არქეოლოგია – 3 ვაკანტური ადგილი
- თავისუფალი მეცნიერებები; სოციოლოგია – 25 ვაკანტური ადგილი
- საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი; პოლიტიკის მეცნიერება – 30 ვაკანტური ადგილი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი:
- დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები – 7 ვაკანტური ადგილი
- ეკოლოგია – 10 ვაკანტური ადგილი
- ფიზიკა – 3 ვაკანტური ადგილი
- ბიოლოგია – 10 ვაკანტური ადგილი
წინაპირობა: საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროგრამებზე 2020-2021 სასწავლო წლამდე ჩარიცხულ მობილობის მსურველს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მეოთხე გამოცდად ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი საგანი – მათემატიკა, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია ან ბიოლოგია. 2020-2021 სასწავლო წელს და შემდგომში ჩარიცხულ მობილობის მსურველს კი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამოცდები (იხ.ბრძანება).
სამართლის სკოლა:
- სამართალი – 100 ვაკანტური ადგილი
მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე გაზაფხულის სემესტრისთვის გარე მობილობა არ ცხადდება.
მობილობის მსურველმა პირებმა ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე.
რეგისტრაციის ვადა 2022 წლის 08 თებერვლის 18:00 სთ-მდე.
მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: https://students.emis.ge/
ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებულო საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).
შენიშვნა: მობილობის ელექტრონულ პორტალზე ვაკანტური ადგილების დათვალიერებისას (https://students.emis.ge/VacancyInfo ) იხილეთ აღწერა, სადაც მოცემულია პროგრამაზე დაშვების წინაპირობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
სწრაფი ბმულები:
- მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია
- რეგისტრაციის პორტალი
- ხშირად დასმული კითხვები გარე მობილობაზე