მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარული მეცნიერებები: ანგლისტიკა

ჰუმანიტარული მეცნიერებები: ანგლისტიკა

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ინგლისურ ფილოლოგიაში

კოდი NAEC ცნობარში: 0100103

მიღების ტიპი: ერთიანი მიღება

პროგრამის შესახებ

ანგლისტიკის საბაკალავრო პროგრამა შემუშავებულია 2011 წელს და ახლდება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.

პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორებიცაა: ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაოდენობრივი მსჯერობისა და კრიტიკული ანალიზის უნარი. პროგრამის სტრუქტურა სტუდენტს საშუალებას აძლევს შეიძინოს ფართო ცოდნა ზოგადად ჰუმანიტარული მეცნიერებების შესახებ და არჩეული მიმართულებით  შედარებით ღრმა ცოდნა მიიღოს.

პროგრამის მიზანი

ჰუმანიტარული მეცნიერებების ანგლისტიკის საბაკალავრო პროგრამის მიზანია:

  • შეასწავლოს სტუდენტს ინგლისური ენა და მისი აგებულება მაღალ დონეზე;
  • მისცეს  ფართო ცოდნა შესაბამისი ევროპული ქვეყნის კულტურის, ლიტერატურისა და ისტორიის შესახებ;
  • გააცნოს შესაბამის ევროპულ ქვეყანაში მიმდინარე კულტურული პროცესები ლიტერატურათმცოდნეობისა და ენათმეცნიერების პერსპექტივიდან.

სწავლის ძირითადი მიმართულებები

პროგრამას აქვს სამი ძირითადი მიმართულება და მის ფარგლებში სტუდენტი სიღრმისეულად სწავლობს ინგლისური ლინგვისტიკის (ლექსიკოლოგია, სტილისტიკა, გრამატიკის თეორია და სხვა) მნიშვნელოვან საკითხებს, ასევე ანგლო-ამერიკული ლიტერატურის სხვადასხვა ეპოქებსა და ინტენსიურ რეჟიმში შეისწავლის ინგლისურ ენას B2 დონეზე. პროგრამის დასასრულს ის გადის FCE სერტიფიკატისათვის მოსამზადებელ კურსებს. ამას გარდა პროგრამის ფარგლებში სტუდენტი ეცნობა ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ისტორიასა და კულტურას. 

სწავლის შედეგები   

ცოდნა და გაცნობიერება:

ანგლისტიკის მიმართულების შემთხვევაში პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება

  • ფართო თეორიული ცოდნა ინგლისური ენის მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკოლოგიის, ენის ისტორიისა და სტილისტიკის შესახებ;
  • ფართო ცოდნა ლიტერატურათმცოდნეობის საფუძვლებისა და პრინციპების შესახებ;
  • ცოდნა ბრიტანული და/ან ამერიკული ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთი ან რამდენიმე პერიოდისა და მნიშვნელოვანი ბრიტანელი და/ან ამერიკელი ავტორების შემოქმედების შესახებ;
  • ცოდნა დიდი ბრიტანეთის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენებისა და კულტურული ძეგლების შესახებ.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

ანგლისტიკის მიმართულების შემთხვევაში კურსდამთავრებული შეძლებს

  • თეორიული ლინგვისტური კონცეფციებისა და ტერმინოლოგიის გამოყენებას;
  • ლინგვისტური პროცესების აღწერას;
  • ენათმეცნიერული ტერმინოლოგიის გამოყენებით ენობრივი წარმონაქმნების (ტექსტები და დისკურსები), ასევე პროცესებისა და ტენდენციების აღწერასა და გააანალიზებას;
  • ლიტერატურათმცოდნეობითი ცნებებისა და ტერმინების გამოყენებას;
  • ლიტერატურულ ტექსტებზე დაკვირვებას, მათ აღწერასა და ინტერპრეტაციას, ასევე მათ ისტორიულ და კულტურულ კონტექსტში განხილვას;
  • მარტივი ლიტერატურული ნაწარმოების ქართულ ენაზე თარგმნას ლიტერატურული სტილის ნორმებისა და თარგმანის სტილისტიკის წესების დაცვით.

კურსდამთავრებული სწავლის დასრულებისას ფლობს ინგლისურ ენას B2 დონეზე და  მას შეუძლია შესაბამის ენაზე

  • კომუნიკაცია, ლექციის მოსმენა, გააზრება და პროფესიულ დისკუსიაში აქტიურად ჩართვა;
  • მხატვრული ლიტერატურის, სამეცნიერო ნაშრომებისა და საგაზეთო თუ ინტერნეტგამოცემების ტექსტების კითხვა/გააზრება;
  • გამართულად, შესაბამისი სტილით სხვადასხვა ფუნქციური ტიპის წერილობითი ტექსტების შექმნა.

სწავლის მეთოდები

სწავლის მეთოდები მოიცავს ვერბალურ და პრაქტიკულ ნაწილს, ელექტრონული სწავლების ელემენტებს, დემონსტრირების მეთოდის გამოყენებას, დისკუსია / დებატებში ჩართულობას, გონებრივ იერიშს და ჯგუფურ სამუშაოს.

დასაქმების შესაძლებლობები

  • საერთაშორისო-კულტურული ურთიერთობები – საელჩოს/საკონსულოს თანამშრომლად
  • საერთაშორისო ორგანიზაციები, ფონდები
  • სოციალურ-ჰუმანიტარული და ბიზნესის სფეროები – თარჯიმან-რეფერენტად
  • საჯარო სექტორი: საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურის სამინისტრო
  • კულტურული ტურიზმი
  • განათლების სფერო (განათლების მიმართულებიდან მეორე პროგრამის არჩევის შემთხვევაში)
  • გალერეები, მუზეუმები, არქივები, ხელოვნების აუქციონები
  • საარქივო, საბიბლიოთეკო სფერო
  • კულტურის სამინისტრო, რეგიონული და მუნიციპალური განყოფილებები
  • კულტურის სფეროს პროექტები
  • მასობრივი მედია და ჟურნალისტიკა: გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზია, რადიო და ახალი მედიები  როგორც ქართული, ასევე უცხოენოვანი
  • ფესტივალები
  • ხელოვნების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტები
  • სარეკლამო ბიზნესი
  • მთარგმნელობითი სფერო

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

ანგლისტიკის მიმართულების სტუდენტმა ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი:

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები