მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარული მეცნიერებები: ხელოვნებათმცოდნეობა

ჰუმანიტარული მეცნიერებები: ხელოვნებათმცოდნეობა

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ხელოვნებათმცოდნეობაში

კოდი NAEC ცნობარში: 0100103

მიღების ტიპი: ერთიანი მიღება

პროგრამის შესახებ

ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა შემუშავებულია 2011 წელს და ახლდება ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

პროგრამის სტუდენტები შეისწავლიან ხელოვნების ისტორიის სხვადასხვა ეტაპს საქართველოსა და მსოფლიოს ხელოვნების ისტორიის მაგალითზე. პროგრამის დასრულების შემდეგ ისინი შეძლებენ ხელოვნების ნაწარმოების ინტეპრეტაციას და მასზე არგუმენტირებული დასკვნების გაკეთებას.

პროგრამის მიზანი

ჰუმანიტარული მეცნიერებების ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების მიზანია:

  • შეასწავლოს სტუდენტს ხელოვნების ისტორიის ძირითადი დებულებები და თეორიები;
  • შეასწავლოს სტუდენტს ვიზუალური ხელოვნების ტრადიციული დარგები და თანამედროვე ფორმები;
  • შეასწავლოს სტუდენტს ანტიკური სამყაროს,ბიზანტიისა და შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპისა  და ქართული ხელოვნების განვითარების ეტაპები.
  • განუვითაროს მას სახვითი და არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშების ანალიზისა და კრიტიკული შეფასების, მათი კულტურულსა და ისტორიულ ჭრილში განხილვის, კომენტირებისა და ინტერპრეტაციის  უნარი;
  • განუვითაროს მას ხელოვნებათმცოდნეობისა და მასთან მონათესავე დარგების პრობლემებისა და დანიშნულების შემეცნების უნარი.

სწავლის ძირითადი მიმართულებები

პროგრამის ძირითადი მიმართულებაა სხვადასხვა საუკუნის ხელოვნების ისტორიის შესწავლა, რომელი ეპოქა თუ რელიგიური მიმდინარეობა როგორ გავლენას ახდენდა ხელოვნებაზე. სტუდენტი ეცნობა სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნებასა და სოციალურ-კულტურულ ასპექტებს, შეისწავლის ძველი და უახლესი მსოფლიო ხელოვნების ისტორიასა და ტენდენციებს.

სწავლის შედეგები   

ცოდნა და გაცნობიერება:

პროგრამის კურსდამთავრებულს ექნება                                      

  • ფართო ცოდნა მსოფლიოს სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორიის  უმნიშვნელოვანესი პერიოდების შესახებ;
  • ფართო ცოდნა ძირითადი თეორიებისა და კონცეფციების შესახებ;
  • ფართო ცოდნა ვიზუალური ხელოვნების ტრადიციული დარგებისა და თანამედროვე ფორმების შესახებ;
  • ზოგადი ცოდნა რამდენიმე გეოგრაფიული რეგიონის ან/და ქრონოლოგიური პერიოდის სახვითი და სამშენებლო ხელოვნების შესახებ;
  • ცოდნა კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ძირითადი ასპექტების შესახებ.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

ხელოვნებათმცოდნეობის  მიმართულების  კურსდამთავრებული შეძლებს:

  • სხვადასხვა ისტორიული ეპოქისა და ხალხის ხელოვნების ნაწარმოებთა მხატვრულ-სტილისტური თავისებურებების იდენტიფიკაციასა და ანალიზს;
  • ვიზუალური მასალის პირველწყაროდ გამოყენებას;
  • ხელოვნების ისტორიის ცალკეული პერიოდისა და სახელოვნებო დარგების მხატვრულ-სტილური და კონცეპტუალური თავისებურებების გარჩევას, შეფასებასა და ანალიზს;
  • საბაზისო დონეზე არტეფაქტზე დაკვირვებასა და მის ანალიზს კულტურულ-ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით;
  •  არტეფაქტის შესაბამისი ისტორიული და კულტურული კონტექსტისთვის მიკუთვნებას.
  • დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებას.

სწავლის მეთოდები

სწავლის მეთოდები ორიენტირებულია ვერბალური და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე. სასწავლო პროგრამა მოიცავს ელექტრონული სწავლების ელემენტებს, დემონსტრირების მეთოდს, დისკუსია / დებატებში ჩართულობას, შემთხვევის ანალიზს (case study), გონებრივ იერიშს, გუნდურ მუშაობასა და საველე გასვლებს.

დასაქმების შესაძლებლობები

  • კულტურული ტურიზმი
  • კერძო სექტორი
  • არასამთავრობო სექტორი
  • საგამომცემლო დაწესებულებები: რედაქციები, გამომცემლობები, არქივები
  • მასობრივი მედია და ჟურნალისტიკა: ქართული და უცხოენოვანი გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზია, რადიო და ახალი მედიები
  • განათლების სფერო (განათლების მიმართულებიდან მეორე პროგრამის არჩევის შემთხვევაში)
  • გალერეები, მუზეუმები, არქივები, ხელოვნების აუქციონები
  • საარქივო, საბიბლიოთეკო სფერო
  • საჯარო სექტორი
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის   სამინისტრო, რეგიონული და
  • მუნიციპალური განყოფილებები
  • კულტურის სფეროს პროექტები
  • ხელოვნების აუქციონები
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროები
  • ფესტივალები
  • ხელოვნების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტები
  • შოუ-ბიზნესი

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტოსაბაზომოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამაანთავისუფალიკრედიტები (არჩევითიკურსები)     60

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები