მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალური მეცნიერებები:ფსიქოლოგია

სოციალური მეცნიერებები: ფსიქოლოგია

ფსიქოლოგის პროფესიას ძირითადად ადამიანების მოსმენისა და დახმარების სურვილის გამო ირჩევენ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც ამ ადამიანებს აერთიანებთ, საკუთარი თავის უკეთ შეცნობის სურვილია.

ფსიქოლოგია ის პროფესიაა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება და თითოეულ ჩვენგანზე აქვს გავლენა, ხოლო თუ შენ ამ პროფესიას სიღრმისეულად იცნობ, გიმარტივდება როგორც საკუთარი თავის მართვა, ასევე გარშემომყოფებისა და მათი ქცევების გაგება, გაანალიზება, გივითარდება დაკვირვებისა და საკითხების სიღრმისეულად შესწავლის უნარი.

ილიაუნი დაგეხმარება ისწავლო ყველაფერი, რაც გაინტერესებს ფსიქოლოგიის შესახებ, აირჩიო ის მიმართულება, რომელიც შენთვის ყველაზე ახლოა.

საბაკალავრო პროგრამა ფსიქოლოგია შემუშავებულია 2011 წელს და  ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ახლდება  სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.

ფსიქოლოგიის სპეციალობა განკუთვნილია მათთვის, ვისაც ადამიანის ქცევა აინტერესებს და სურს შეისწავლოს ფსიქოლოგიის თეორიები და მოდელები, ასევე ქცევის, შემეცნებითი პროცესების, ემოციური სფეროს, მოტივაციისა და პიროვნების ფსიქოლოგიის ზოგადი კანონზომიერებები და მათი ბიოლოგიური საფუძვლები. ფსიქოლოგიის პროგრამას ასწავლიან,  დარგის გამოცდილი სპეციალისტები, პრაქტიკოსები, მკვლევრები, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო პროექტებში. პროგრამა ასევე მოიცავს საბაზისო მოდულს, რომელიც მიმართულია სტუდენტის ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის, ანალიზის, არგუმენტაციის, პრობლემების შეფასებისა და შემოქმედებითად გადაჭრის, გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარების განვითარებისკენ.

პროგრამის მიზანი

პროგრამა მიზნად ისახავს გააცნოს სტუდენტს ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებები, თეორიები და მეთოდები; განუვითაროს კრიტიკული აზროვნების, ფსიქოლოგიური მოვლენებისა და პროცესების ანალიზის, შესწავლის, ახსნისა და შეფასების უნარი. პროგრამა ასევე ორიენტირებულია სტუდენტს მისცეს ცოდნა ფსიქოლოგიის სხვა მეცნიერებებთან (საბუნებისმეტყველო, სოციალური) მიმართების შესახებ.

სწავლის ძირითადი მიმართულებები

ფსიქოლოგიის მეცნიერება მრავალ დარგსა და ქვედარგს მოიცავს, შესაბამისად, პროგრამაში შესულია ისეთი საგნები, როგორებიცაა: კლინიკური ფსიქოლოგია, განვითარების ფსიქოლოგია, პიროვნების ფსიქოლოგია, განწყობის ფსიქოლოგია, კოგნიტური ფსიქოლოგია, ექსპერიმენტული ფიზიოლოგია, განათლებისა და სოციალური ფსიქოლოგია.

სწავლის შედეგები   

ცოდნა და გაცნობიერება:

სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შესწავლილი ექნება:

  • ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების, ისტორია, ასევე მისი საგანი და ამოცანები;
  • ქცევის, შემეცნებითი პროცესების, ემოციური სფეროს, მოტივაციისა და პიროვნების ფსიქოლოგიის ზოგადი კანონზომიერებები და მათი ბიოლოგიური საფუძვლები;
  • ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგის ძირითადი ცნებები, თეორიული მიდგომები და ემპირიული აღმოჩენები;
  • ფსიქოლოგიური კვლევის ძირითადი მეთოდები (დაკვირვება, ექსპერიმენტი, ტესტი, კითხვარი, ანკეტა, ინტერვიუ).

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს:

  • ფსიქოლოგიური პრინციპების გამოყენებას სხვადასხვა საკითხთან (პიროვნული, სოციალური თუ ორგანიზაციული) მიმართებაში;
  • კვლევის პროცესში წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირებას და ხელმძღვანელობით/ რეკომენდაციებით მათ გადაჭრას;
  • მარტივი თეორიული და ექსპერიმენტული, ერთცვლადიანი კვლევითი პროექტის სხვადასხვა კომპონენტის დაგეგმვასა და განხორციელებას, ასევე კვლევის მონაცემების სტატისტიკურ დამუშავებას ბაზისურ დონეზე;
  • ხელმძღვანელის მითითებებით რაოდენობრივი სახით მიწოდებული ინფორმაციის (ცხრილები, დიაგრამები, მათემატიკური გამონათქვამები) დამუშავებას, ანალიზსა და მასზე მსჯელობას.

დასკვნის უნარი:

სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს:

  • ფსიქოლოგიური მონაცემებისა და ქცევის ანალიზს;
  • დარგობრივი ინფორმაციის მოპოვების სტრატეგიების აღწერას და მინიმალური ხელმძღვანელობის პირობებში მონაცემების მოპოვებას;
  • კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს, ინტერპრეტაციასა და შეფასებას;
  • ფსიქოლოგიური საკითხებისა და მოვლენების სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესწავლასა და შეფასებას;
  • განყენებული მონაცემების გაანალიზებასა და შესაბამისი დასკვნების ჩამოყალიბებას.

კომუნიკაციის უნარი:

სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს:

  • მონაწილეობას ფსიქოლოგიური თემებისადმი მიძღვნილ დისკუსიებში და ჯგუფში მუშაობას;
  • კომუნიკაციას სპეციალისტებსა და არასპეციალისტებთან დარგთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • კომუნიკაციისა და ინფორმაციის მოძიებისათვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ინტერნეტისა და სხვა ელექტრონული წყაროების თავისუფლად გამოყენებას;
  •  ზეპირად ან წერილობით დარგობრივი ლიტერატურისა და ინფორმაციის რეზიუმეს, საკუთარი მოსაზრებების, თეორიული თუ ექსპერიმენტული კვლევითი გეგმებისა და კვლევის შედეგების თანმიმდევრულად და არგუმენტირებულად გადმოცემას;
  • ნაშრომის/ტექსტის გაფორმებას, პლაგიატის თავიდან აცილებას სხვათა ნაშრომების ციტირებისა და რეფერირების წესების დაცვით.

სწავლის უნარი:

სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს:

  • საკუთარი სწავლის პროცესის მართვას რესურსების ფართო სპექტრის გამოყენებით;
  • თავისი სწავლის შეფასებას, შემდგომი სწავლის საჭიროების განსაზღვრას და სწავლის დამოუკიდებლად გაგრძელებას;
  •  სასწავლო დავალებების დამოუკიდებლად შესრულებას;
  • საჭირო ინფორმაციის მოძიებას არსებული სასწავლო და სამეცნიერო რესურსების გამოყენებით;
  • საკუთარი სწავლის შედეგების ადეკვატურ შეფასებას და შემდგომი სწავლის საჭიროებების განსაზღვრას.

ღირებულებები:

სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული დაიცავს:

  • დარგობრივი ეთიკის სტანდარტებს კვლევის დაგეგმვის, განხორციელების, მონაცემთა ბაზის შექმნისა და კვლევითი ანგარიშის წარმოდგენისას;
  • ცდის პირის/მონაწილის უფლებებსა და კონფიდენციალობას.

სწავლის მეთოდები

სწავლის მეთოდები მოიცავს სალექციო ფორმატს, დისკუსიაში ჩართულობას, ჯგუფურ და დამოუკიდებელ სამუშაოებს, პრეზენტაციებს, გამოკითხვას, საშინაო დავალებების შესრულებასა და ელექტრონული სწავლების ელემენტებს.

დასაქმების შესაძლებლობები

კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს როგორც ფსიქოლოგის ასისტენტი:

  • საჯარო დაწესებულების კვლევისა და მონიტორინგის ჯგუფში;
  • არასამთავრობო სექტორში, კვლევისა და მონიტორინგის ჯგუფში;
  • საერთაშორისო ორგანიზაციაში, კვლევისა და მონიტორინგის ჯგუფში;
  • კერძო სექტორში, კვლევის, მონიტორინგის ან მარკეტინგის ჯგუფში;
  • მასმედიაში, კვლევის და მონიტორინგის ჯგუფში;
  • განათლების სფეროს ყველა საფეხურზე.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

ფსიქოლოგიის მიმართულების დასრულებისთვის სტუდენტმა პროგრამის სასწავლო კომპონენტებიდან უნდა გაიაროს:

  1. ბაკალავრიატის ზოგადსაუნივერსიტეტო საბაზისო მოდული – 60 კრედიტი
  2. ფსიქოლოგიის სავალდებულო კურსები – 78 კრედიტი
  3. ფსიქოლოგიის სავალდებულო-არჩევითი კურსები – მინიმუმ 42 კრედიტი
  4. თავისუფალი კომპონენტი ან დამატებითი სპეციალობა - 60 კრედიტი
 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60


ჩასაბარებელი გამოცდები:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხო ენა (ინგლისური; გერმანული; ფრანგული; რუსული)
  • მათემატიკა/ისტორია/ბიოლოგია

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები