მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარული მეცნიერებები: ლიტერატურათმცოდნეობა

ჰუმანიტარული მეცნიერებები: ლიტერატურათმცოდნეობა

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში

კოდი NAEC ცნობარში: 0100103

მიღების ტიპი: ერთიანი მიღება

პროგრამის შესახებ

ჰუმანიტარული მეცნიერებების პროგრამის ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულება შემუშავებულია 2011 წელს და ახლდება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.

ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ევროპასა და საქართველოში მიმდინარე კულტურულ პროცესებს ლიტერატურათმცოდნეობითი პერსპექტივიდან. 

ამასთან პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორებიცაა: ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაოდენობრივი მსჯელობისა და კრიტიკული ანალიზის, აგრეთვე გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი.

პროგრამის მიზანი 

ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამის მიზანია:

  • მოამზადოს ლიტერატურათმცოდნოების დარგის სპეციალისტი, რომელსაც ექნება ფართო ცოდნა ლიტერატურათმცოდნეობის საფუძვლებისა და პრინციპების შესახებ;
  • მისცეს ზოგადი ცოდნა ერთი ან მეტი ქვეყნის ან/და ეპოქის ლიტერატურის შესახებ;
  • შეასწავლოს ლიტერატურული გვარებისა და ჟანრების ძირითადი ესთეტიკური და სტრუქტურული თავისებურებები;
  • გამოუმუშაოს მას ლიტერატურული ნაწარმოების ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარი.

სწავლის ძირითადი მიმართულებები

ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამა მოიცავს ლიტერატურის თეორიისა და ანალიზის საკითხებს, ქართულსა და ევროპულ ლიტერატურას, ანტიკურ ლიტერატურას. განიხილავს ლიტერატურის საკითხებს ზოგადკულტურულ კონტექსტში.

სტუდენტს შეასწავლის შემდეგ თემებს:

  • ლიტერატურის თეორია და ანალიზი;
  • ანტიკური ლიტერატურა;
  •  შუა საუკუნეებისა და თანამედროვე დასავლური ლიტერატურა;
  • ქართული ლიტერატურა ძველი ქართული მწერლობიდან დღემდე;
  • ლიტერატურის განხილვა კულტურულ, ფილოსოფიურ კონტექსტში.

სწავლის შედეგები  

ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების  პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს:

  • ახსნას ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი ცნებები, პრინციპები და კონცეფციები; 
  • აღწეროს ლიტერატურული გვარებისა და ჟანრების ესთეტიკური და სტრუქტურული თავისებურებები;
  • განახორციელოს ლიტერატურული ნაწარმოებების ანალიზი და ინტერპრეტაცია;
  • ჩამოთვალოს ერთი ან მეტი ქვეყნის ან/და ეპოქის ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები და გადმოსცეს მათი პარადიგმატული ნაწარმოებების სიუჟეტი / თემატიკა;
  • დაუკავშიროს ლიტერატურული ნაწარმოებები შესაბამის ისტორიულ, ინტელექტუალურ, კულტურულ კონტექსტს;
  • განსაზღვროს ქართული ლიტერატურის ადგილი და მნიშვნელობა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში;
  • შეაფასოს ლიტერატურული ნაწარმოების მნიშვნელოვნება და ღირებულება; 
  • მინიმალური ხელმძღვანელობის პირობებში განახორციელოს კვლევითი ხასიათის პროექტი ლიტერათმცოდნეობაში არსებული აქტუალური საკითხის/პრობლემის შესახებ დარგში არსებული მიდგომებისა და პრინციპების გამოყენებით; შეძლებს მიღებული მონაცემების ინტერპრეტაციასა და ეფექტური პრეზენტაციის ჩატარებას.

სწავლის მეთოდები 

სწავლება ხორციელდება ინტერაქციული ლექცია-სემინარებისა და დისკუსიების ფორმატში,  ორიენტირებულია სტუდენტებისათვის არგუმენტაციის უნარისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე. სწავლის მეთოდები მოიცავს ვერბალურ და პრაქტიკულ ნაწილს, ელექტრონული სწავლების ელემენტებს, დემონსტრირების მეთოდის გამოყენებას, დისკუსია / დებატებში ჩართულობას, გონებრივ იერიშსა ჯგუფურ მუშაობას.

დასაქმების შესაძლებლობები 

კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს

  • მასობრივი მედია და ჟურნალისტიკა: გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზია, რადიო და ახალი მედიები
  • საარქივო, საბიბლიოთეკო სფერო
  • საგამომცემლო დაწესებულებები: რედაქციები, გამომცემლობები, არქივები
  • საჯარო სექტორი
  • კერძო სექტორი
  • არასამთავრობო სექტორი
  • კულტურის სფეროს პროექტები  

პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა განაგრძოს მაგისტრატურის საფეხურზე.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

იმისათვის, რომ სტუდენტმა მოიპოვოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი ფილოლოგიაში , უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა, ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები