მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საერთაშორისო ურთიერთობები - ევროპა და ახლო აღმოსავლეთი

საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

კოდი NAEC ცნობარში: 0100102

მიღების ტიპი: ერთიანი მიღება

პროგრამის შესახებ

საბაკალავრო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობები – ევროპა და ახლო აღმოსავლეთი შემუშავებულია 2016 წელს და ახლდება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.

პროგრამა ორიენტირებულია მოამზადოს სტუდენტი ისეთ პროფესიონალად, რომელსაც აქვს  საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი კონცეფციების, თეორიებისა და კვლევის მეთოდების ფართო ცოდნა. ამასთან სტუდენტს მისცეს  ცოდნა ევროპის ან ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში მიმდინარე  საერთაშორისო მოვლენებისა და პროცესების შესახებ.

 პროგრამის მიზანი

საბაკალავრო პროგრამის საერთაშორისო ურთიერთობები – ევროპა და ახლო აღმოსავლეთის  მიზანია კურსდამთავრებულებს მისცეს ფართო ცოდნა:

  • საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ცნებებისა და თეორიების შესახებ;
  • საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინის განვითარების ისტორიისა და ძირითადი თეორიული და მეთოდოლოგიური დებატების შესახებ;
  • სოციალურ მეცნიერებათა კვლევის ძირითადი მეთოდების (დაკვირვება, ექსპერიმენტი, კონტენტანალიზი, ტესტი, კითხვარი, ანკეტა, ინტერვიუ, ფოკუსჯგუფი) შესახებ;
  • მსოფლიო პოლიტიკაში საერთაშორისო ინსტიტუტების როლის, მათი ორგანიზაციული სტრუქტურების, გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების, მიზნებისა და ამოცანების შესახებ;
  • საგარეო პოლიტიკის ანალიზის ძირითადი თეორიებისა და მიდგომების შესახებ;
  • საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების დაბრკოლებებისა და შესაძლებლობების შესახებ;
  • საერთაშორისო და ეროვნული უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების შესახებ;
  • საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ძირითადი ცნებების, თეორიებისა და პრობლემატიკის  შესახებ;
  • ევროპის ან ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში მიმდინარე პროცესებისა და მოვლენების ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი ასპექტების  შესახებ;
  •  შესაბამისი რეგიონის ერთ-ერთ უცხო ენისა.

გარდა ამისა, პროგრამა ავითარებს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, დასკვნისა და  კომუნიკაციის უნარს.

სწავლის ძირითადი მიმართულებები

პროგრამის  ძირითადი მიმართულებაა სტუდენტმა შეისწავლოს და კრიტიკულად გაიაზროს თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალური საკითხები. გარდა ამისა, სტუდენტი აცნობიერებს საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერულად შესწავლის მნიშვნელობას და დისციპლინის ურთიერთმიმართებასა და ურთიერთკავშირს ისეთ მომიჯნავე დარგებთან, როგორებიცაა პოლიტიკის მეცნიერება, ისტორია, ეკონომიკა და საერთაშორისო სამართალი.

სწავლის შედეგები   

ცოდნა და გაცნობიერება:

კურსდამთავრებულს აქვს ფართო ცოდნა:

  • საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ცნებებისა და თეორიების შესახებ;
  • საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინის განვითარების ისტორიიას და ძირითადი თეორიული და მეთოდოლოგიური დებატების შესახებ;
  • სოციალურ მეცნიერებათა კვლევის ძირითადი მეთოდების (დაკვირვება, ექსპერიმენტი, კონტენტანალიზი, ტესტი, კითხვარი, ანკეტა, ინტერვიუ, ფოკუსჯგუფი) შესახებ;
  • მსოფლიო პოლიტიკაში საერთაშორისო ინსტიტუტების როლის, მათი ორგანიზაციული სტრუქტურების, გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების, მიზნებისა და ამოცანების შესახებ;
  • საგარეო პოლიტიკის ანალიზის ძირითადი თეორიებისა და მიდგომების შესახებ;
  • საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების დაბრკოლებებისა და შესაძლებლობების შესახებ;
  • საერთაშორისო და ეროვნული უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების შესახებ;
  • საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ძირითადი ცნებების, თეორიებისა და პრობლემატიკის  შესახებ;
  • ევროპის ან ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში მიმდინარე პროცესების და მოვლენების ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი ასპექტების  შესახებ;
  • ფლობს შესაბამისი რეგიონის ერთ-ერთ უცხო ენას.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფოებრივი და არასახელმწიფოებრივი აქტორების ქცევის შესწავლა და ანალიზი  შესაბამისი ცნებების, თეორიებისა და მეთოდების გამოყენებით;
  • კვლევითი ხასიათის პროექტზე მუშაობისას  წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად გამოიკვლიოს და შეაფასოს თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალური პრობლემატიკა/საკითხები;
  • შეისწავლოს და შეაფასოს ევროპის ან ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში მიმდინარე მოვლენები და პროცესები საერთაშორისო ურთიერთობებისა და მომიჯნავე დისციპლინების (პოლიტიკა, ეკონომიკა, სამართალი) პერსპექტივიდან. 

დასკვნის უნარი

კურსდამთავრებულს შეუძლია

  • საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალური საკითხების ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება სანდო და ვალიდურ წყაროებზე დაყრდნობით;
  • დარგობრივი ინფორმაციის მოპოვება, მისი განმარტება და ინტერპრეტაცია მინიმალური ხელმძღვანელობის პირობებში.

სწავლის მეთოდები

სწავლის მეთოდები მოიცავს წერით და ვერბალურ კომპონენტს, პრეზენტაციას, დისკუსია / დებატებში ჩართულობას, ჯგუფურ მუშაობას, დემონსტრირების მეთოდს, პრაქტიკულ სამუშაოებსა და შემთხვევის ანალიზით სწავლებას.

დასაქმების შესაძლებლობები

კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს

  • საჯარო დაწესებულებებში (სამინისტროები და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ინსტიტუტები)
  • შესაბამისი პროფილის ორგანიზაციებში არასამთავრობო და კერძო სექტორში;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებში;
  • მასმედიაში;
  • შესაბამისი პროფილის კვლევითორგანიზაციებში.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები