ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის ადმინისტრირება: მენეჯმენტი

ბიზნესის ადმინისტრირება: მენეჯმენტი

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტში

კოდი NAEC ცნობარში: 0100113

მიღების ტიპი: ერთიანი მიღება

პროგრამის შესახებ

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა მოიცავს მენეჯმენტის, ტურიზმის, საბანკო და საფინანსო საქმისა და კულტურის მენეჯმენტის მიმართულებებს და ემსახურება საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მართვისა და კვლევის მყარი საფუძვლების შექმნას.

ფაკულტეტი ერთ სტრუქტურაში ასახავს, ერთი მხრივ, ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მჭიდრო კავშირს, რაც დღევანდელ მსოფლიოში ტრენდია, როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე საგანმანათლებლო სივრცეში, ხოლო, მეორე მხრივ, ტექნოლოგიებისა და განათლების კავშირს, რაც ახალი რესურსია განათლების პროგრამებისთვის.

ფაკულტეტზე არსებული ლაბები ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის იქნება ბაზა, რომელიც თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და ახალი პროექტების განხორციელებას შესაძლებელს გახდის სწავლის პროცესშივე.

პროგრამას უფრო პრაქტიკულს ხდის უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და ლაბორატორიები, როგორებიცაა:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი, აღჭურვილი თანამედროვე ინფრასტრუქტურით;
  • ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია Fablab-ი – სტუდენტებს შეუძლიათ თავიანთი იდეები აქციონ რეალობად სრულიად უსასყიდლოდ;
  • ილიაუნის პრეაქსელერატორი Zoomout-ი ეხმარება სტუდენტს საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში;
  • Unilab-ი – ინოვაციური ტექნოლოგიების კიბერლაბორატორია;
  • ილიაუნის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი.

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია პროფესიონალის მომზადება, რომელიც შეძლებს თანამედროვე ცოდნისა და სამეწარმეო მიდგომების გამოყენებით მიიღოს მონაწილეობა მმართველობით საქმიანობაში მენეჯმენტის, საბანკო და საფინანსო საქმის ან ტურიზმის დარგში და აღჭურვილი იქნება ბიზნესის საქმიანობისთვის საჭირო ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენების უნარით.

პროგრამა ასევე ორიენტირებულია სტუდენტს განუვითაროს ბიზნესის ადმინისტრირებასა და მეწარმეობასთან დაკავშირებული საქმიანობის დაგეგმვის, ორგანიზებისა და განხორციელებისათვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

სწავლების ძირითადი მიმართულებები

სწავლების მესამე სემესტრიდან სტუდენტმა უნდა აირჩიოს საბაკალავრო პროგრამით განსაზღვრული სამი მიმართულებიდან ერთ-ერთი: მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე, ტურიზმი – სწავლის დასასრულს პროგრამის მოთხოვნების შესრულების შესაბამისად მას მიენიჭება კვალიფიკაცია.

მენეჯმენტის პროგრამა მოიცავს ოპერაციული, ტაქტიკური და სტრატეგიული მიმართულებების შესწავლას, მენეჯმენტის ცნებისა და შინაარსის საფუძვლიან გაცნობას, მართვის პროცესს, ფუნქციებს, სტრუქტურებსა და მეწარმეობის თეორიულ/პრაქტიკულ კურსს.

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებულს ეცოდინება

  • ბიზნესის არსი, ძირითადი კონცეფციები, ბიზნესის როლი და მნიშვნელობა ეკონომიკაში;
  • მიკროეკონომიკური ანალიზის მნიშვნელობა ბიზნესის სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • ეროვნული ეკონომიკის ფუნქციონირების საფუძვლები; კავშირი მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს შორის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერსპექტივით;
  • ოპერაციული მენეჯმენტის ზოგადი თეორიები და თანამედროვე ტენდენციები;
  • სტრატეგული მენეჯმენტის არსი, ძირითადი კონცეპტები და ინსტრუმენტები;
  • ფინანსების დაგეგმვის, ორგანიზაციისა და საფინანსო კონტროლის ძირითადი პრინციპები და ბიუჯეტირების მეთოდები;
  • მმართველობითი აღრიცხვის ძირითადი პრინციპები და ფინანსური რესურსების მართვის მეთოდები;
  • მეწარმეობის არსი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების როლი მეწარმეობაში;
  • მეწარმეობის ძირითადი მახასიათებლები და თანმხლები პროცესები;
  • ორგანიზაციული ქცევის ბაზისური პრინციპები
  • ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი საკითხები, თეორიები და მოდელები.

სწავლის მეთოდები

სწავლის მეთოდები მოიცავს ინტერაქტიულ ლექციებსა და სემინარებს, ვერბალურ და წერით მეთოდს, მასტერკლასებს, შემთხვევის ანალიზს, პროექტებს, დისკუსია / დებატებში ჩართულობას, ჯგუფურ (collaborative) მუშაობას, თანამშრომლობითი (cooperative) სწავლებას, პროექტებზე/პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას, გონებრივ იერიშს (Brain storming), რეფლექსიას, როლურ და სიტუაციურ თამაშებს/სიმულაციებს, დემონსტრირების მეთოდებს, მოდელირებას, ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მუშაობას.

დასაქმების შესაძლებლობები

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები შეიძლება დასაქმდნენ კერძო ან საჯარო სექტორის სხვადასხვა მმართველობით და საშუალო რგოლის პოზიციებზე, წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი და განავითარონ ინოვაციური იდეები. პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია, სწავლა განაგრძოს უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

საბაკალავრო პროგრამის მოთხოვნების შესასრულებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები