მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარული მეცნიერებები: გერმანისტიკა

ჰუმანიტარული მეცნიერებები: გერმანისტიკა

სწავლების ენა: ქართული

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი გერმანულ ფილოლოგიაში

კოდი NAEC ცნობარში: 0100103

მიღების ტიპი: ერთიანი მიღება

პროგრამის შესახებ

გერმანისტიკის საბაკალავრო პროგრამის  სტუდენტი ღრმად შეისწავლის გერმანისტიკის ფუნდამენტურ ცნებებს, დებულებებსა და თეორიებს, ასევე  გერმანულ ენას, მის აგებულებას, სტრუქტურასა და მის პრაქტიკაში  გამოყენებას.

პროგრამის მიზანი

გააცნოს სტუდენტს გერმანისტიკის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორია, მის ენობრივ და გეოგრაფიულ სივრცეში წარმოდგენილი მსოფმხედველობა გადმოცემული ენობრივ და შემოქმედებით ჭრილში. განუვითაროს  გერმანული ლიტერატურის, ენობრივი წარმონაქმნების ანალიზისა და კრიტიული შეფასების უნარი. პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს შეეძლოს გერმანული ენისა და ლიტერატურის კულტურულ და ისტორიული კონტექტსტში განხილვა და კრიტიკა. აუმაღლოს კულტურათაშორისი ცნობიერება და მოამზადოს იგი შუამავლობისთვის გერმანულ და მშობლიურ კულტურებს შორის. შეასწავლოს სტუდენტს გერმანული ენა და მისი სტრუქტურა მაღალ დონეზე.

სწავლის ძირითადი მიმართულებები

გერმანისტიკის მიმართულება მოიცავს ენათმეცნიერების, გერმანულენოვანი ლიტერატურათმცოდნეობის, გერმანიის ისტორიისა და კულტურის სავალდებულო და გერმანული ენის პრაქტიკულ კურსებს, ასევე გთავაზობთ   მრავალფეროვან არჩევით საგნებს.

სწავლის შედეგები   

  • გერმანული ენის ფლობა B2 დონეზე;
  • თეორიული ცოდნა გერმანული  ენათმეცნიერების შესახებ;
  • ლიტერატურათმცოდნეობის საფუძვლებისა და პრინციპების ფართო ცოდნა;
  • გერმანული ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთი და/ან რამდენიმე პერიოდისა და მნიშვნელოვანი გერმანელი და/ან ავსტრიელი და/ან შვეიცარიელი ავტორების შემოქმედების ცოდნა;
  • ცოდნა გერმანულენოვანი ქვეყნების ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენებისა და კულტურული ძეგლების შესახებ.

სწავლის მეთოდები 

სწავლება ხორციელდება ინტერაქციული ლექცია-სემინარებისა და დისკუსიების ფორმატში,  ორიენტირებულია სტუდენტებისათვის არგუმენტაციის უნარისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე. სწავლის მეთოდები მოიცავს ვერბალურ და პრაქტიკულ ნაწილს, ელექტრონული სწავლების ელემენტებს, დემონსტრირების მეთოდის გამოყენებას, დისკუსია / დებატებში ჩართულობას, გონებრივ იერიშს და ჯგუფურ სამუშაოს.

დასაქმების შესაძლებლობები

გერმანისტიკის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში გავლილი მრავალფეროვანი კურსები საშუალებას აძლევს ბაკალავრს, იმუშაოს მომიჯნავე სფეროებშიც.

კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს

  • საერთაშორისო-კულტურული ურთიერთობები – საელჩოს/საკონსულოს თანამშრომლად;
  • საერთაშორისო ორგანიზაციები, ფონდები;
  • სოციალურ-ჰუმანიტარული და ბიზნესის სფეროები – თარჯიმან-რეფერენტად;
  • საჯარო სექტორი: საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურის სამინისტრო;
  • კულტურული ტურიზმი;
  • საგამომცემლო დაწესებულებები: რედაქციები, გამომცემლობები;
  • მასობრივი მედია და ჟურნალისტიკა: უცხოენოვანი გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზია, რადიო და ახალი მედიები;
  • განათლების სფერო (განათლების მიმართულებიდან მეორე პროგრამის არჩევის შემთხვევაში);
  • გალერეები, მუზეუმები, არქივები, ხელოვნების აუქციონები;
  • საარქივო, საბიბლიოთეკო სფერო;
  • კულტურული პროექტები;

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

სტუდენტმა გერმანისტიკის ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა, ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60


ჩასაბარებელი გამოცდები

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხო ენა 
  • ისტორია/ლიტერატურა

 

 

ჩასაბარებელი გამოცდები

ქართული ენა და ლიტერატურა

უცხო ენა

ისტორია/ლიტერატურა

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები