მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარული მეცნიერებები: სლავისტიკა

ჰუმანიტარული მეცნიერებები: სლავისტიკა

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარულ მეცნირებათა ბაკალავრი სლავისტიკაში

კოდი NAEC ცნობარში: 0100103

მიღების ტიპი: ერთიანი მიღება

პროგრამის შესახებ

პროგრამის ფარგლებში სტუდენტს შეუძლია ღრმად შეისწავლოს არჩეული სპეციალობა: რუსული ენათმეცნიერების ფუნდამენტური ცნებები, დებულებები და თეორიები, რუსული ენა, მისი აგებულება, სტრუქტურა და მისი ასახვა შემოქმედებაში; ასევე შეუძლია მიიღოს ფართო ცოდნა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების შემდეგ  დარგებში (ფილოსოფია, რელიგია, ლიტერატურა, ხელოვნება, ისტორია და პოლიტიკა), რომლებიც აფართოებს სტუდენტის ცნობიერებას და უვითარებს ლოგიკური ბმებისა და ინტერდისციპლინური პერსპექტივების დანახვის უნარს. პროგრამა სტუდენტს საშუალებას აძლევს  მოემზადოს სრულიად განსხვავებულ სფეროებში წარმატებული კარიერისათვის.

პროგრამის მიზანი

გააცნოს სტუდენტს სლავისტიკის განვითარების ისტორია, სლავურ ენობრივ და    გეოგრაფიული სივრცეში წარმოდგენილი აზროვნება, გადმოცემული ენობრივ და შემოქმედებით პროდუქციაში. განუვითაროს  ლიტერატურული ნაწარმოებების, ენობრივი წარმონაქმნების – ტექსტებისა და დისკურსების – ანალიზისა და კრიტიკული შეფასების, მათი კულტურულსა და ისტორიულ ჭრილში განხილვის და კომენტირების უნარი. აუმაღლოს  კულტურათშორისი ცნობიერება და მოამზადოს იგი შუამავლობისთვის რუსულ და მშობლიურ კულტურას შორის. მაღალ დონეზე შეასწავლოს სტუდენტს რუსული ენა, მისი სტრუქტურა, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის, ანალიზის, არგუმენტაციის, პრობლემების შეფასებისა და შემოქმედებითად გადაჭრის პრინციპები. განუვითაროს კომუნიკაციის, გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი. მისცეს  ფართო ცოდნა ქვეყნის საზოგადოებაზე, მის ისტორიაზე, ფასეულობებზე, კულტურასა და ლიტერატურაზე. 

სწავლის ძირითადი მიმართულებები

სლავისტიკა (რუსისტიკა) მოიცავს რამდენიმე სავალდებულო ლინგვისტურ, რუსულენოვანი ლიტერატურისა და ასევე რუსული ენის პრაქტიკულ კურსებს. კურსი გათვლილია რუსული ენის, მისი მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკის, ისტორიის, სტილისტიკის ღრმად შესწავლასა და  რუსულენოვანი ლიტერატურის მაგალითებით ლიტერატურათმცოდნეობის საფუძვლების დაუფლებაზე. სტუდენტი გაიცნობს რუსეთის ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს, კულტურულ ძეგლებსა და მათ გავლენას თანამედროვე რუსულ საზოგადოებაზე. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი ფლობს რუსულ ენას B2 დონეზე.

სწავლის შედეგები   

პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს:

  • თეორიულ-ლინგვისტური კონცეფციებისა და ტერმინოლოგიის გამოყენებას;
  • ლინგვისტური პროცესების აღწერას;
  • ენათმეცნიერული ტერმინოლოგიის გამოყენებით ენობრივი წარმონაქმნების (ტექსტები და დისკურსები), ასევე პროცესებისა და ტენდენციების აღწერასა და გაანალიზებას;
  • ლიტერატურათმცოდნეობითი ცნებებისა და ტერმინების გამოყენებას;
  • ლიტერატურულ ტექსტებზე დაკვირვებას, აღწერასა და ინტერპრეტაციას, ასევე მათი ისტორიულ და კულტურულ კონტექსტში განხილვას;
  • მარტივი ლიტერატურული ნაწარმოების ქართულ ენაზე თარგმნას ლიტერატურული სტილის ნორმებისა და წესების დაცვით;
  • რუსულად კომუნიკაციას,  ლექციის მოსმენას, გააზრებასა და გამართულ პროფესიულ დისკუსიაში აქტიურად ჩართვას;
  • მხატვრული ლიტერატურის, სამეცნიერო ნაშრომებისა და საგაზეთო თუ ინტერნეტგამოცემების ტექსტების კითხვა/გააზრებას;
  • გამართულად, შესაბამისი სტილით, სხვადასხვა ფუნქციური ტიპის წერილობითი ტექსტების შექმნას.

სწავლის მეთოდები 

სწავლება ხორციელდება ინტერაქციული ლექცია-სემინარებისა და დისკუსიების ფორმატში, ორიენტირებულია სტუდენტებისათვის არგუმენტაციის უნარისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე. სწავლებისას  გამოიყენება ვერბალური და პრაქტიკული მეთოდი, ელექტრონული სწავლების ელემენტები, დემონსტრირების მეთოდი, დისკუსია/დებატები, გონებრივი იერიში და ჯგუფური მუშაობა.

სასწავლო კომპონენტებში გამოყენებული სწავლების მეთოდები მითითებულია შესაბამის სილაბუსებში.

დასაქმების შესაძლებლობები

სლავისტიკის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში გავლილი მრავალფეროვანი კურსები საშუალებას აძლევს ბაკალავრს დასაქმდეს შემდეგ სფეროებში:

  • საერთაშორისო ორგანიზაციები, ფონდები
  • სოციალურ-ჰუმანიტარული და ბიზნესის სფეროები – თარჯიმან-რეფერენტად
  • საჯარო სექტორი: საგარეო საქმეთა სამინისტრო, კულტურის სამინისტრო
  • კულტურული ტურიზმი
  • მასობრივი მედია და ჟურნალისტიკა: ქართული და უცხოენოვანი გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზია, რადიო და ახალი მედიები
  • განათლების სფერო (განათლების მიმართულებიდან მეორე პროგრამის არჩევის შემთხვევაში)
  • გალერეები, მუზეუმები, არქივები, ხელოვნების აუქციონები
  • საარქივო, საბიბლიოთეკო სფერო

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

სტუდენტმა სლავისტიკის ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა, ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60

 

ჩასაბარებელი გამოცდები

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხო ენა (გერმ., ინგლ., რუს., ფრანგ.)
  • ისტორია ან ლიტერატურა

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები