


ონლაინტრენინგი „ადრეული განათლების კურიკულუმის დანერგვის შეფასება“
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გთავაზობთ უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებულ, ახალ სასერტიფიკატო ტრენინგ-მოდულს: „ადრეული განათლების კურიკულუმის დანერგვის შეფასება“.
ტრენინგის ფარგლებში მიიღებთ კონკრეტულ, პრაქტიკულ ცოდნას:
- საგანმანათლებლო პროცესის რომელი კომპონენტები უნდა შეფასდეს
- როგორ ჩატარდეს შეფასება
- როგორ გაანალიზდეს მიღებული ინფორმაცია
მონაწილეებს გადაეცემათ შეფასების, მონაცემთა ანალიზის და ვიზუალიზაციის ინსტრუმენტები კურიკულუმის ეფექტიანად შეფასებისთვის. ინსტრუმენტები შემუშავდა 2024 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის ფარგლებში „ადრეული ინტერვენციისა და ინკლუზიური განათლების სერვისების გაუმჯობესება სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის საქართველოში“.
ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლამდელი განათლების სფეროში დასაქმებულ პირებს, მათ შორის:
- ბაღების გაერთიანების მეთოდისტებს
- ბაღის მეთოდისტებს
- ბაღის დირექტორებს
- საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორებს
- აღმზრდელებს
- ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს
ტრენერი
ლია ქურციკიძე − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადრეული განათლების სპეციალისტი, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის მენტორი
ტრენინგში მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად რეკომენდებულია, მონაწილეები ფლობდნენ საბაზისო ცოდნას ადრეული განათლების კურიკულუმის შესახებ.
ტრენინგის ჩატარების დრო: აპრილი, 2025
ტრენინგი მოიცავს 2 ონლაინშეხვედრას (თითო შეხვედრა – 3 საათი), პრაქტიკულ დავალებას ცოდნის რეალურად გამოყენებისთვის.
ტრენინგის საფასური: 70 ლარი.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/qqZNtZTYMzeP7oFRA
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 595 69 99 91
2025