ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ონლაინტრენინგი „როგორ ვეთამაშოთ ბაღის ასაკის ბავშვს“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებულ 3-კრედიტიან პროგრამაზე „როგორ ვეთამაშოთ ბაღის ასაკის ბავშვს“.

პროგრამა განკუთვნილია ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მომუშავე პირებისთვის, მშობლებისთვის და ყველა იმ მსმენელისთვის, ვისაც ადრეულ ასაკში თამაში აინტერესებს.

პროგრამის მიზანია მონაწილემ იცოდეს თამაშის მნიშვნელობა, მისი მახასიათებლები, განვითარების თავისებურება და სხვადასხვა ტიპის თამაშები. ასევე, ადრეული ასაკის ბავშვთან თამაშში ეფექტური პარტნიორის უნარები  და თამაშის ხელშეწყობაში უფროსის როლის პრაქტიკული უნარები.

ძირითადი თემები:

  • თამაშის მნიშვნელობა − რატომ ვთამაშობ?
  • თამაშის არსი და მახასიათებლები − ვთამაშობ კი?
  • თამაშის განვითარების თავისებურებები
  • უფროსის როლი/ეფექტური პარტნიორი
  • თამაშის ტიპები: მოძრავი თამაში, მუსიკა და ცეკვა, სენსორული თამაშები, მეცნიერება, კულინარია, სამაგიდო თამაშები, წიგნიერება, ტექნოლოგიების გამოყენება, დრამატული თამაში, კონსტრუქციული თამაში და ვიზუალური ხელოვნება
  • თამაშის უნარის ხელშეწყობა ბავშვებში

ტრენერები:

თამარ საღინაძე −  ადრეული განათლების სპეციალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის მენტორი

ნინო ჯიჯავაძე −  ადრეული განათლების სპეციალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის მენტორი

ლექციები ჩატარდება 2025 წლის 10 აპრილიდან.

მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/oPA5jSCoaaYvLJiy9

ტრენინგი ტარდება ონლაინ რეჟიმში.

სწავლის საფასური კურსზე: 290 ლარი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ.: 595 69 99 91

2025

 

ბანერები