მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარული მეცნიერებები: კინომცოდნეობა

ჰუმანიტარული მეცნიერებები: კინომცოდნეობა

სწავლების ენა: ქართული

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ხელოვნებათმცოდნეობაში

კოდი NAEC ცნობარში: 0100103

მიღების ტიპი: ერთიანი მიღება

პროგრამის შესახებ

ჰუმანიტარული მეცნიერებების კინომცოდნეობის მიმართულება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შემუშავებულია 2011 წელს და ახლდება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.

პროგრამის ფარგლებში  სტუდენტი შეძლებს მიიღოს   ფართო ცოდნა ქართული და მსოფლიო კინემატოგრაფიის განვითარების ეტაპების და,   კინოს თეორიის ფუნდამენტური პრინციპების შესახებ. კინომცოდნეობის პროგრამის სტუდენტი ასევე გაეცნობა თანამედროვე კინემატოგრაფიის სპეციფიკას, მახასიათებლებსა და განვითარების ტენდენციებს. პროგრამა დაეხმარება სტუდენტს გააცნობიეროს კინემატოგრაფიის როლი საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბებასა და კულტურის განვითარებაში.

პროგრამის მიზანი

კინომცოდნეობის პროგრამის მიზანია:

  • შეასწავლოს სტუდენტს საქართველოსა და მსოფლიოს კინოს  ისტორია;
  • შეასწავლოს მას კინოს განვითარების ეტაპები და ჟანრები:უხმო კინო, დოკუმენტური კინო, ანიმაციური კინო;
  • შეასწავლოს სტუდენტს კინოკრიტიკის ხელოვნება;
  • განუვითაროს მას კინოშედევრების ანალიზისა და შეფასების, მათი კულტურულსა და ისტორიულ ჭრილში განხილვის, კომენტირებისა და ინტერპრეტაციის უნარი.

სწავლის ძირითადი მიმართულებები

  • კინომცოდნეობის პროგრამა ითვალისწინებს კინოს თეორიისა და პრაქტიკის, მსოფლიოს კინოს ისტორიის, თანამედროვე კინოს, ქართული კინემატოგრაფიის (უხმო კინოდან თანამედროვე კინომდე) შესწავლას;
  • კრიტიკული წერის, კინოსა და თეატრის მუსიკის, ლიტერატურისა და კინოს მიმართების, კინოდრამატურგიის პრინციპების გაცნობას;
  • დოკუმენტური და სატელევიზიო კინოს სპეციფიკის, ოპერატორის ხელოვნების, ვიდეოარტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნას.

სწავლის შედეგები

ცოდნა და გაცნობიერება:

კინომცოდნეობის მიმართულების კურსდამთავრებულს

  • ექნება ფართო ცოდნა საქართველოსა და მსოფლიოს კინემატოგრაფის განვითარების ეტაპების შესახებ;
  • ეცოდინება კინოს თეორიის ფუნდამენტური პრინციპები და მისი განვითარების ეტაპები;
  • ექნება ფართო ცოდნა თანამედროვე კინემატოგრაფის სპეციფიკის, მახასიათებლებისა და განვითარების ტენდენციების შესახებ;
  • ეცოდინება კინოკრიტიკის საფუძვლები, ძირითადი მიდგომები და მისი თანამედროვე ასპექტები;
  • გაცნობიერებული ექნება კინემატოგრაფის როლი საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბებასა და კულტურის განვითარებაში;
  • ექნება ფართო ცოდნა ესთეტიკისა და კინოფილმის აღქმის თავისებურებათა შესახებ.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

კურსდამთავრებული შეძლებს:

  • სხვადასხვა ქვეყნის კინემატოგრაფის ისტორიულ, კულტურულ, ფილოსოფიურ და სოციალურ კონტექსტში ანალიზს;
  • კინოში მიმდინარე თანამედროვე პროცესებისა და ტენდენციების ანალიზს;
  • კინოს თეორიის ფუნდამენტური პრინციპების გამოყენებას კინონაწარმოების კრიტიკული შეფასებისას;
  • კინოენისა და ესთეტიკური ასპექტების ანალიზს;
  • სხვადასხვა სტილისა და ჟანრის კინონაწარმოებების ფორმის ანალიზს.

სწავლის მეთოდები

სწავლება ხორციელდება ინტერაქციული ლექცია-სემინარებისა და დისკუსიების ფორმატში, ორიენტირებულია სტუდენტებისათვის არგუმენტაციისა და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებაზე. სწავლის მეთოდები მოიცავს ვერბალურ და პრაქტიკულ ნაწილს, ელექტრონული სწავლების ელემენტებს, დემოსტრირების მეთოდის გამოყენებას, დისკუსია / დებატებში ჩართულობას, გონებრივ იერიშს, ჯგუფურ სამუშაოსა და ფილმის ჩვენება/ინტერპრეტაციას.

დასაქმების შესაძლებლობები

კინომცოდნეობის პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება

  • დასაქმდეს საჯარო სამსახურში  განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, მათ რეგიონულ და მუნიციპალურ განყოფილებებში;
  • მიიღოს მონაწილეობა კულტურულ-საგანმანათლებო პროექტებში;
  • მიიღოს მონაწილეობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროს ხელოვნების მოკლევადიან და ხანგრძლივ პროექტებში;
  • დასაქმდეს არსამთავრობო, კერძო, ბიზნეს სექტორში – საგამომცემლო დაწესებულებებში, რედაქციებსა და გამომცემლობებში, ხელოვნების აუქციონებზე, გალერეებსა, მუზეუმებსა და კინოარქივებში, სარეკლამო ბიზნესში, მასობრივ მედიასა და ჟურნალისტიკაში (გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზია, რადიო და ახალი მედიები), ფესტივალებსა და შოუ-ბიზნესში, კინოთეატრებსა და კინოწარმოებაში,  კინოსტუდიებში და კინოფესტივალებზე საკონცერტო დაწესებულებებში, ასევე საპროდიუსერო სამსახურში.

პროგრამა ამზადებს სტუდენტს მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

სტუდენტმა ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა, ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60

 

ჩასაბარებელი გამოცდები:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხოური ენა (გერმ., ინგლ., რუს., ფრანგ.)
  • ისტორია/სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება/ლიტერატურა

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები