ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კომპიუტერული ინჟინერია

კომპიუტერული ინჟინერია

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: კომპიუტერული ინჟინერიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

მისაღები კონტიგენტი: 30

კოდი NAEC ცნობარში: 0100117

მიღების ტიპი: ინდივიდულური მიღება

პროგრამის შესახებ

ტექნოლოგიების სკოლის კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამა შექმნილია საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე.

კომპიუტერული ინჟინერიის აკადემიური პერსონალი დაკომპლექტებულია  ევროპულ და ამერიკულ სასწავლო დაწესებულებებში მიღებული გამოცდილების მქონე მაღალპროფესიული კადრებით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები არიან როგორც ადგილობრივი ბაზრის წამყვანი მაღალტექნოლოგიური კომპანიები, ასევე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული უნივერსიტეტები.

კომპიუტერული ინჟინერია  თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადიანი პროფესიაა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება. პროგრამის სტუდენტებს საშუალება აქვთ იმუშაონ ინოვაციურ იდეებზე და განავითარონ ისინი უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ბაზებზე, როგორებიცაა Unilab-ი და FabLab-ი. იდეის რელიზებაში კი სტუდენტებს ეხმარება Zoomout პრეაქსელერატორის სხვადასხვა პროგრამა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიასევე თანამშრომლობს  შემდეგ დაწესებულებებთან:

  • მისურის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტი, ელექტრომაგნიტური თავსებადობის ლაბორატორია;
  • სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“;
  • კომპანია „ინოტექი“;
  • გეოსაინფორმაციო სისტემებისა და დისტანციური ზონდირების საკონსულტაციო ცენტრი "გეოგრაფიკი";
  • კომპანია „Vrex Immersive“-ი;
  • კომპანია „იდეა დიზაინ ჯგუფი“.

პროგრამის მიზანი

საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კომპიუტერული ინჟინერიის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც  აღჭურვილი იქნება  კომპიუტერული ტექნიკის შემუშავების, შექმნის, პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვისა და ექსპლუატაციის საკითხების ფართო ცოდნით. ეცოდინება თანამედროვე კომპიუტერული აპარატურის აგებულება, ტექნიკური მახასიათებლები და მასში მიმდინარე ფიზიკური პროცესები, მათი გაუმჯობესების ხერხები და მეთოდები. განვითარებული ექნება პროფესიული უნარ-ჩვევები, რაც მას შესაძლებლობას მისცემს ეფექტურად ჩაერთოს კომპიუტერული ტექნიკის წარმოების პროცესში.

სწავლების ძირითადი მიმართულებები

პროგრამაზე სწავლისას აქცენტი კეთდება კომპიუტერული ინჟინერიის დარგისთვის საჭირო თეორიულ ცოდნაზე მათემატიკაში, ფიზიკაში, ინფორმაციის თეორიაში, მიკროკომპიუტერებისა და მიკროპროცესორების არქიტექტურაში, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე ელექტრულ ინჟინერიასა და პროგრამირებაში.

ამასთან პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორებიცაა: ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე, რაოდენობრივი მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების უნარი, გუნდში ეფექტურად მუშაობის, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებისა და აკადემიური მუშაობის უნარები.

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებულმა უნდა იცოდეს:

  • კომპიუტერული ტექნიკის შემუშავების, შექმნის, პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვისა და ექსპლუატაციის საკითხები;
  • კომპიუტერული ტექნიკის აგებულება, მასში მიმდინარე ფიზიკური პროცესები, კომპიუტერული აპარატურის ტექნიკური მახასიათებლები და მათი გაუმჯობესების ხერხები და მეთოდები;
  • დარგისთვის საჭირო თეორიული ცოდნა მათემატიკაში, ფიზიკაში, ინფორმაციის თეორიაში და მიკროკომპიუტერებისა და მიკროპროცესორების არქიტექტურაში;
  • ელექტრულ წრედებსა და კომპონენტებში მიმდინარე ფიზიკური პროცესების ფუნდამენტური არსი, თანამედროვე პროგრამირების ზოგადი პრინციპები;

კურსდამთავრებული შეძლებს:

  • შექმნას, გააუმჯობესოს, დააპროგრამოს, დანერგოს და მოიხმაროს კომპიუტერული ტექნიკა;
  • ეფექტურად დაამონტაჟოს არსებული კომპიუტერული ტექნიკა დიდი მასშტაბის მქონე ორგანიზაციებში, შეიმუშაოს ტექნიკის ექსპლუატაციის ოპტიმალური სქემები;
  • აწარმოოს მუშაობა კომპიუტერული ტექნიკის ოპტიმიზაციისა და ფუნქციონალის გაზრდის მიმართულებით, მონაწილეობა მიიღოს ახალი ტექნოლოგიების შექმნაში და  დანერგოს ისინი;
  • მოემსახუროს ორგანიზაციებს, დაგეგმოს და შექმნას მათი კომპიუტერული ლანდშაფტი, შეიმუშაოს და განახორციელოს კომპიუტერული ტექნიკის ეფექტური ექსპლუატაციის პოლიტიკა;

მიკროკომპიუტერების აპარატურული და პროგრამული ინტერფეისინგს?  ანალოგურ და ციფრულ სენსორებსა და ამძრავ მექანიზმებთან. 

სწავლის მეთოდები

სწავლის მეთოდები მოიცავს ლექციასა და სემინარს წერითი და ვერბალური უნარების განვითარებისთვის, დემონსტრირების მეთოდს, ანალიზისა და სინთეზის კომპონენტს, პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას, ჯგუფურ სამუშაოებს, ლაბორატორიულ და პრაქტიკულ სამუშაოს, პროექტსა და გამოცდილებით სწავლებას.

პროგრამით გათვალისწინებული კომპონენტების ფარგლებში შესაძლოა გამოყენებული იყოს  ზემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე მეთოდი ან ნებისმიერი სხვა მეთოდი კონკრეტული სასწავლო ამოცანიდან გამომდინარე, რაც ასახულია შესაბამის სილაბუსში.

დასაქმების შესაძლებლობები

კურსდამთავრებული შესაძლებელია დასაქმდეს სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციებში, სადაც ხდება კომპიუტერული ტექნიკის ექსპლუატაცია, შეკეთება, გაუმჯობესება და წარმოება:

  • ფართო სპექტრის (საყოფაცხოვრებო, სამედიცინო, სამხედრო და ა.შ.) ორგანიზაციაში ელექტრონული ხელსაწყოების დიაგნოსტიკისა და შეკეთების მიმართულებით;
  • კვლევით დაწესებულებებში გამზომი სისტემების დაპროექტებით და ექსპერიმენტების ავტომატიზაციის განხრით;
  • კომპანიებში, რომელთა სპეციალიზაციაა კომპიუტერული ტექნიკის მონტაჟი და აპარატურული პროგრამული მომსახურება;
  • კომპანიებში, რომელთა სპეციალიზაციაა კომპიუტერული ქსელების დაპროექტება და მონტაჟი;
  • კომპანიებში, რომელთა სპეციალიზაციაა ელექტრონული აპარატურის წარმოება და მხარდაჭერა.

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

საბაკალავრო პროგრამის მოთხოვნების შესასრულებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 ზოგადი მოდული  60
 ძირითადი სპეციალობა  120
 დამატებითი სპეციალობა/თავისუფალი კომპონენტები     60

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები