მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალური მეცნიერებები: პოლიტიკის მეცნიერება

სოციალური მეცნიერებები: პოლიტიკის მეცნიერება

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში

კოდი NAEC ცნობარში: 0100102

მიღების ტიპი: ერთიანი მიღება

პროგრამის შესახებ

სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა პოლიტიკის მეცნიერებაში შემუშავებულია 2011 წელს და ახლდება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.

პოლიტიკის მეცნიერება,  სოციალურ მეცნიერებებს მიეკუთვნება, რომელიც ინტერდისციპლინური პროგრამაა. მისი მიზანია,  სტუდენტს მისცეს ფართო ცოდნა სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა დარგის – პოლიტიკის მეცნიერების, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის – და ამ დარგებს შორის ურთიერთმიმართების შესახებ; გააცნოს  სოციალური მეცნიერებების განვითარების ისტორია, ძირითადი ცნებები, თეორიები, მიდგომები და კვლევის მეთოდები; განუვითაროს მას პოლიტიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური მოვლენებისა და პროცესების ანალიზის, ინტერპრეტაციისა და შეფასების უნარი; ერთ-ერთ მიმართულების არჩევისას  კი მისცეს შედარებით ღრმა ცოდნა ამ დარგის შესახებ.

ამასთან პროგრამას ეკუთვნის ბაკალავრიატის საბაზისო მოდული,  მიმართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის, ანალიზის, არგუმენტაციის, პრობლემების შეფასებისა და შემოქმედებითად გადაჭრის, გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარების განვითარებისკენ.

მიმართულება: პოლიტიკის მეცნიერება მიზანი

პროგრამა მიზნად ისახავს გააცნოს სტუდენტს პოლიტიკის მეცნიერების ძირითადი ცნებები, თეორიები, მეთოდები და განუვითაროს მას პოლიტიკური მოვლენებისა და პროცესების ანალიზის, შესწავლის, ახსნისა და შეფასების უნარი. პროგრამა ასევე ორიენტირებულია, მისცეს სტუდენტს ცოდნა პოლიტიკის მეცნიერების სხვა სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან ურთიერთმიმართების შესახებ და გამოუმუშაოს პოლიტიკური იდეების, ინსტიტუტებისა და პროცესების ინტერდისციპლინურ ჭრილში გააზრებისა და გაგების უნარი.

სწავლის ძირითადი მიმართულებები

პროგრამის სწავლის ძირითადი მიმართულებაა სტუდენტმა შეისწავლოს და კრიტიკულად გაიაზროს სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა დარგს შორის (პოლიტიკის მეცნიერების, სოცოილოგიის, ფსიქოლოგიის) ურთიერთმიმართება. აღნიშნული დარგებიდან ერთ-ერთი მიმართულების შემთხვევაში სტუდენტი იძენს უფრო ღრმა ცოდნას.

პოლიტიკის მეცნიერების არჩევის შემთხვევაში სტუდენტი იღებს ფართო ცოდნას პოლიტიკის მეცნიერების ძირითადი ქვედარგების (საერთაშორისო ურთიერთობები, შედარებითი პოლიტიკა, პოლიტიკის ფილოსოფია), მათი ძირითადი თეორიებისა და მეთოდების შესახებ.

სწავლის შედეგები   

ცოდნა და გაცნობიერება:

კურსდამთავრებულს ექნება ფართო ცოდნა:

  • პოლიტიკის მეცნიერების საფუძვლებისა და ძირითადი ცნებების შესახებ;
  • პოლიტიკის მეცნიერების ძირითადი ქვედარგების (საერთაშორისო ურთიერთობები, შედარებითი პოლიტიკა, პოლიტიკის ფილოსოფია), მათი ძირითადი თეორიებისა და მეთოდების შესახებ;
  • პოლიტიკის მეცნიერების კვლევის მეთოდების (თვისებრივი, რაოდენობრივი) შესახებ;
  • საქართველოს პოლიტიკური სისტემის შესახებ;
  • თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა და მოვლენების შესახებ;
  • პოლიტიკის მეცნიერებისსოციალურ და ჰუმანიტარულ დისციპლინებთან მიმართების შესახებ.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • პოლიტიკური მეცნიერებების სფეროში კონცეფციების, იდეების, ინსტიტუტებისა და პროცესების გამოყენებით პოლიტიკური პროცესების გაანალიზება, ინტერპრეტაცია და შეფასება შესაბამისი ხელმძღვანელობის ფარგლებში;
  • საკვლევი პრობლემის იდენტიფიცირება და წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესაბამისად კვლევითი ხასიათის პროექტის განხორციელება;
  • პოლიტიკის მეცნიერების ძირითადი ცნებებისა და თეორიების გამოყენება საკვლევი პრობლემატიკის ანალიზისა და შეფასებისთვის; 
  • ისტორიული ან მიმდინარე საერთაშორისო პროცესების გააზრება და ინტერპრეტაცია საერთაშორისო ურთიერთობების, შედარებითი პოლიტიკისა და პოლიტიკის ფილოსოფიის განსხვავებული თეორიების ჭრილში;
  • პროფესიული კომუნიკაციის ეფექტურად გამოიყენება სპეციალისტებისა და არასპეციალისტების წრეში ცოდნის ადვოკატირებისთვის;
  • პოლიტიკური მეცნიერებების საკითხის/პრობლემის ანალიზი ინტერდისციპლინურ (სოციალური, ჰუმანიტარული მეცნიერებები) ჭრილში.

სწავლის მეთოდები

სწავლის მეთოდები მოიცავს ლექციასა და დისკუსიაში ჩართულობას, ჯგუფურ მუშაობას, პრეზენტაციებს, გამოკითხვას, საშინაო დავალებების შესრულებას, დამოუკიდებელ მუშაობასა და ელექტრონული სწავლების ელემენტებს.

დასაქმების შესაძლებლობები

კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს

  • საჯარო დაწესებულებებში კვლევისა და მონიტორინგის ჯგუფში
  • არასამთავრობო სექტორში კვლევისა და მონიტორინგის ჯგუფში
  • საერთაშორისო ორგანიზაციებში კვლევისა და მონიტორინგის ჯგუფში
  • კერძო სექტორში კვლევის, მონიტორინგის ან მარკეტინგის ჯგუფში
  • მასმედიაში კვლევისა და მონიტორინგის ჯგუფში

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების დასრულებისთვის სტუდენტმა პროგრამის სასწავლო კომპონენტებიდან უნდა დააგროვოს 240 კრედიტი. 

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები