მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოციალური მეცნიერებები:სოციოლოგია

სოციალური მეცნიერებები:სოციოლოგია

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სოციოლოგიაში

კოდი NAEC ცნობარში: 0100102

მიღების ტიპი: ერთიანი მიღება

პროგრამის შესახებ

სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა მიმართულებით სოციოლოგია შემუშავებულია 2011 წელს და ახლდება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.

სოციალური მეცნიერებები ინტერდისციპლინური პროგრამაა. მისი მიზანია, სტუდენტს მისცეს ფართო ცოდნა სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა დარგის – ევროპისმცოდნეობის, პოლიტიკის მეცნიერების, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის – და ამ დარგებს შორის ურთიერთმიმართების შესახებ;

ამასთან პროგრამას ეკუთვნის ბაკალავრიატის საბაზისო მოდული, რომელიც მიმართულია სტუდენტის ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის, ანალიზის, არგუმენტაციის, პრობლემების შეფასებისა და შემოქმედებითად გადაჭრის, გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარების განვითარებისკენ.

სოციოლოგიის მიმართულების მიზანი

სოციოლოგიის მიმართულების მიზანია, სტუდენტებს გააცნოს სოციოლოგიის განვითარების ისტორია, ძირითადი ცნებები, თეორიები, მიდგომები და კვლევის მეთოდები; განუვითაროს მას სოციალური მოვლენებისა და პროცესების ანალიზის, ინტერპრეტაციისა და შეფასების უნარი სოციოლოგიის დარგის პერსპექტივიდან.

სწავლის ძირითადი მიმართულებები

პროგრამის  ძირითადი მიმართულებაა სტუდენტმა შეისწავლოს და კრიტიკულად გაიაზროს ურთიერთმიმართება სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა დარგს შორის (პოლიტიკის მეცნიერების, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის).  ამ დარგებიდან ერთ-ერთი მიმართულების შემთხვევაში სტუდენტი იძენს უფრო ღრმა ცოდნას.

სოციოლოგიის სპეციალობის  სტუდენტს საშუალება ექნება, შეისწავლოს და მიიღოს ფართო ცოდნა ადამიანის, საზოგადოების, სოციალური ურთიერთობებისა და ინსტიტუტების შესახებ.  სტუდენტები ასევე შეისწავლიან კვლევის მეთოდებს როგორც  თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით.

სწავლის შედეგები   

ცოდნა და გაცნობიერება:

კურსდამთავრებულს ექნება ფართო ცოდნა:

  • სოციოლოგიის ძირითადი კონცეფციების, თეორიებისა და მიმდინარეობების შესახებ;
  • დარგის განვითარების ეტაპების, სოციალური საკითხების, სოციოლოგიური კვლევის მნიშვნელობის, მეთოდებისა და სტრატეგიების შესახებ.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

  • კურსდამთავრებული ფლობს სოციალური მეცნიერების კვლევის ძირითად მეთოდებს, და შეძლებს წინასწარ განსაზღვრული რეკომენდაციების/ინსტრუქციების მიხედვით კვლევის განხორციელებას;
  • კურსდამთავრებულს ეცოდინება დარგობრივი კვლევის ძირითადი მეთოდები (დაკვირვება, ექსპერიმენტი, კონტენტ-ანალიზი, ტესტი, კითხვარი, ანკეტა, ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფი) და შეძლებს მარტივი თეორიული თუ ექსპერიმენტული კვლევითი პროექტის სხვადასხვა კომპონენტის დაგეგმვასა და განხორციელებას;
  • შეძლებს წინასწარ განსაზღვრული ინსტრუქციების მიხედვით რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის დაგეგმვასა და ჩატარებას ეთიკური და ტექნიკური საკითხების გაცნობიერებით;
  • შეძლებს კვლევითი და/ან პრაქტიკული  სამუშაოს შესრულებასა და მიღებული მონაცემების ინტერპრეტაციას;
  • შეძლებს კვლევის პროცესში წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიკაციასა და მინიმალური ხელმძღვანელობის პირობებში მათ გადაჭრას აბსტრაქტული მონაცემებისა და კონცეფციების გამოყენებით;
  • შეძლებს საბაზისო დარგობრივი ტექნიკისა და პრინციპების პრაქტიკულად გამოყენებას მოდელირებულ სიტუაციებსა და სხვადასხვა საკითხთან (პიროვნულ, სოციალურ თუ ორგანიზაციულ) მიმართებაში.

დასკვნის უნარი:

კურსდამთავრებული შეძლებს

  • დარგობრივი ინფორმაციის მოპოვების სტრატეგიების აღწერასა და მინიმალური ხელმძღვანელობის პირობებში მონაცემების მოპოვებას;
  • კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს, ინტერპრეტაციასა და შეფასებას;
  • პოლიტიკური, სოციალური ანდა ფსიქოლოგიური იდეების, ინსტიტუციებისა და ქცევის ანალიზს;
  • პოლიტიკური, სოციალური ანდა ფსიქოლოგიური საკითხებისა და მოვლენების სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესწავლასა და შეფასებას;
  • მონაცემების სტატისტიკურ დამუშავებას საბაზისო დონეზე (აღწერითი სტატისტიკა);
  • განყენებული მონაცემების გაანალიზებასა და შესაბამისი დასკვნების ჩამოყალიბებას;
  •  გამომუშავებული ექნება რაოდენობრივი მსჯელობის უნარი, შეძლებს რაოდენობრივი სახით მიწოდებული ინფორმაციის (ცხრილები, დიაგრამები, მათემატიკური გამონათქვამები) დამუშავებას, ანალიზსა და მსჯელობას,ასევე მათემატიკური და ყოფითი ხასიათის რაოდენობრივი ამოცანების გადაჭრას.

სწავლის მეთოდები

სწავლის მეთოდები მოიცავს სალექციო ფორმატს, დისკუსიაში ჩართულობას, ჯგუფურ და დამოუკიდებელ მუშაობას, პრეზენტაციებს, გამოკითხვას, საშინაო დავალებების შესრულებასა და ელექტრონული სწავლების ელემენტებს.

დასაქმების შესაძლებლობები

კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს:

  • საჯარო დაწესებულებების კვლევისა და მონიტორინგის ჯგუფში
  • არასამთავრობო სექტორში, კვლევისა და მონიტორინგის ჯგუფში
  • საერთაშორისო ორგანიზაციებში, კვლევისა და მონიტორინგის ჯგუფში
  • კერძო სექტორში, კვლევის, მონიტორინგის ან მარკეტინგის ჯგუფში
  • მასმედიაში, კვლევისა და მონიტორინგის ჯგუფში

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

სოციოლოგიის მიმართულების დასრულებისთვის სტუდენტმა პროგრამის სასწავლო კომპონენტებიდან უნდა გაიაროს:

  1. ბაკალავრიატის ზოგადსაუნივერსიტეტო საბაზისო მოდული – 60 კრედიტი
  2. სოციოლოგიის სავალდებულო კურსები – 54 კრედიტი
  3. სოციოლოგიის სავალდებულო-არჩევითი კურსები – მინიმუმ 42 კრედიტი
  4. სოციოლოგიის არჩევითი კურსები – მაქსიმუმ 24 კრედიტი (აღნიშნული 24 კრედიტის არჩევა შესაძლებელია სოციოლოგიის სავალდებულო-არჩევითი კურსებიდანაც)
  5. თავისუფალი კომპონენტი ან დამატებითი სპეციალობა – 60 კრედიტი
 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები