მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფილოსოფია

ფილოსოფია

სწავლების ენა: ქართული  

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფილოსოფიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

მისაღები კონტიგენტი: 15

კოდი NAEC ცნობარში: 0100104

მიღების ტიპი: ინდივიდუალური მიღება

პროგრამის შესახებ

საბაკალავრო პროგრამა: ფილოსოფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) შემუშავებულია 2011 წელს და ახლდება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.

ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამა ხელს უწყობს რეფლექსიის, არგუმენტირების, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას. პროგრამის მიზანია კურსადმთავრებულს ჰქონდეს საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიების, გლობალური თუ ლოკალური საკითხების გაანალიზებისათვის საჭირო თეორიული ცოდნა.

ამასთან პროგრამა ორიენტირებულია ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორებიცაა: ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე, რაოდენობრივი მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების, გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი.

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია, სტუდენტს მისცეს ზოგადი ცოდნა ფილოსოფიის ძირითადი საკითხების შესახებ; გააცნოს ფილოსოფიის, როგორც დისციპლინის, განვითარების ისტორია, ძირითადი ცნებები, თეორიები, მიდგომები და პრინციპები.

სწავლის ძირითადი მიმართულებები

პროგრამა გულისხმობს ცნობილი ანტიკური თუ თანამედროვე ფილოსოფიური თეორიების სიღრმისეულ გაცნობას, რაც კურსდამთავრებულს საშუალებას მისცემს  არგუმენტაცია და გამოცდილება გამოიყენოს თანამედროვე სამყაროში საორიენტაციოდ.

სწავლის შედეგები   

ცოდნა და გაცნობიერება

კურსდამთავრებულმა უნდა იცოდეს:

  • ფილოსოფიის, როგორც დისციპლინის ისტორია და განვითარების ეტაპები;
  • მნიშვნელოვანი ფილოსოფოსების ფუნდამენტური ნაშრომები;
  • დასავლური ფილოსოფიის ძირითადი კლასიკური და თანამედროვე თეორიები და კონცეფციები;
  • ლოგიკის საფუძვლები;
  • სხვადასხვა ფილოსოფიური ტექსტის ინტერპრეტაციის მნიშვნელობა;
  • ფილოსოფიური ტერმინოლოგია;
  • ძირითადი ფილოსოფიური კატეგორიები და ცნებები;
  • ფუნდამენტური ფილოსოფიური საკითხების ფართო სპექტრი ზოგადად და მათთან მიმართებით ძირითადი დებატების არგუმენტები.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

კურსდამთავრებული შეძლებს:

  • სხვადასხვა ფილოსოფიური ტექსტის ინტერპრეტაციას;
  • ფილოსოფიურ საკითხებზე ლოგიკური და კომპლექსური მსჯელობის აგებას საკითხთან დაკავშირებით არსებული ძირითადი დებატების არგუმენტთაა გამოყენებით;
  • თანამედროვე დასავლური საზოგადოების, მისი ღირებულებების ფორმირებასა და განვითარების პროცესში ფილოსოფიური ასპექტების მნიშვნელობის განსაზღვრას;
  • ფუნდამენტური ფილოსოფიური საკითხის შესწავლისას კვლევითი  პროექტის განხორციელებას წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად.

დასკვნის უნარი

კურსდამთავრებულს ექნება:

  • ფილოსოფიური იდეებისა და კონცეფციების ანალიზის და სინთეზის, ინფორმაციის რეზიუმირების ლოგიკური მსჯელობის უნარი;
  • რაოდენობრივი მსჯელობის უნარი, შეძლებს რაოდენობრივი სახით მიწოდებული ინფორმაციის (ცხრილები, დიაგრამები, მათემატიკური გამონათქვამები) დამუშავებას, ანალიზსა და ინტერპრეტაციას.

კომუნიკაციის უნარი

კურსდამთავრებული შეძლებს:

  • კომუნიკაციას (ქართულ და ინგლისურ ენებზე) სპეციალისტებსა და არასპეციალისტებთან დარგთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • პროექტთან დაკავშირებული დეტალური წერილობითი ანგარიშის წარდგენას;
  • კომუნიკაციისას თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას.

სწავლის მეთოდები

სწავლის მეთოდები მოიცავს სალექციო ფორმატს, დისკუსიაში ჩართულობას, ჯგუფურ და დამოუკიდებელ სამუშაოს, პრეზენტაციის უნარების განვითარებას, გამოკითხვას, საშინაო დავალებების შესრულებასა და ელექტრონული სწავლების ელემენტებს.

დასაქმების შესაძლებლობები

კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს:

  • საჯარო დაწესებულებებში
  • არასამთავრობო სექტორში
  • საერთაშორისო ორგანიზაციებში
  • კერძო სექტორში
  • მასმედიაში

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

 მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი
 საუნივერსიტეტო საბაზო მოდული  60
 ძირითადი (major) პროგრამა  120
 მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი კურსები)     60

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები