


Fablab Iliauni-ის სტაჟირების პროგრამა ილიაუნის სტუდენტებისთვის
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი ფაბლაბთან ერთად აახლებს მიღებას სტაჟირების პროგრამაზე ტექნოლოგიებით, ინჟინერიით, მეწარმეობითა და ინოვაციებით დაინტერესებული ილიაუნის ნებისმიერი ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის.
მათ შესაძლებლობა ექნებათ, ფაბლაბში გაიარონ სტაჟირება და შეიძინონ გამოცდილება პროექტების მართვის, მეწარმეობისა და ინჟინერიის მიმართულებით, ისწავლონ ტექნოლოგიურ დაზგა-დანადგარებთან (CNC, ლაზერმჭრელი, 3D პრინტერი, ვაკუუმის ფორმირების დანადგარი და სხვ.) მუშაობა და გაიღრმაონ ცოდნა დიზაინის მიმართულებით.
პროგრამის მონაწილეები იმუშავებენ რეალურ პროექტებზე, რაც მათ საშუალებას მისცემს, შეიძინონ ტექნიკური ცოდნა და უნარები, ასევე გაიუმჯობესონ კრეატიული და დიზაინერული მიდგომა. სტაჟირების დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად შეძლებენ იდეების პროტოტიპირებასა და განვითარებას, რაც დაეხმარება როგორც პროფესიულ, ისე აკადემიურ წინსვლაში.
დაინტერესებულ სტუდენტებს განაცხადის შევსება შეუძლიათ ბმულზე: https://forms.gle/QJqRpAnTRdgQWtKr5
რეგისტრაციის ვადა: 2025 წლის 14 მარტი
კანდიდატები შეირჩევიან მოტივაციის, გამოცდილებისა და პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით.
კონკურსის ეტაპები:
- განაცხადების მიღება და გადარჩევა;
- კანდიდატებთან გასაუბრება;
- პრაქტიკული დავალება [საჭიროებისამებრ].
საკონტაქტო ინფორმაცია
- ელფოსტა: fablab@iliauni.edu.ge
- Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/FabLabIliauni
2025 წელი