ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

უნივერსალურობა, მრავალფეროვნება და იდიოსინკრაზია ენობრივ ტექნოლოგიაში (UniDive)

ახალი ამბები

2022 წლის სექტემბრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდა COST პროგრამის კონსორციუმს.

მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ევროპული კოოპერაციის ფარგლებში პროექტი "CA21167 – უნივერსალურობა, მრავალფეროვნება და იდიოსინკრაზია ენობრივ ტექნოლოგიაში (UniDive)" ემსახურება ლინგვისტური მრავალფეროვნების შენარჩუნებას შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესების შემუშავების გზით იხ: https://bit.ly/3TnYRRI

პროექტის მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა 23 სექტემბერს ბრიუსელში (COST Association, Av. du Boulevard 21 Brussels). 

შეხვედრაზე განხილეს სხვადასხვა საკითხი, ასევე

  • არჩეულ იქნა პროექტის ცენტრალური მმართველი ორგანოს შემადგენლობა და სამეცნიერო წარმომადგენელი;
  • მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პროექტის განმახორციელებელ საკვანძო პოზიციებთან დაკავშირებით;
  • განისაზღვრა ძირითადი ჯგუფის შემადგენლობა და განაწილდა მოვალეობები;
  • განიხილეს სამუშაო ჯგუფების შემოთავაზებები;
  • შეჯერდა სამუშაო გრაფიკისა და ბიუჯეტის გეგმა;
  • განხილულ იქნა მმართველი კომიტეტის შემდეგი შეხვედრის ჩატარების შესაძლო ვარიანტების განხილვა;
  • მიმოიხილეს პროექტთან დაკავშირებული სხვა კვლევითი საკითხები.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს:https://bit.ly/3fVThIr
COST (European Cooperation in Science and Technology) is a funding agency for research and innovation networks. Our Actions help connect research initiatives across Europe and enable scientists to grow their ideas by sharing them with their peers. This boosts their research, career and innovation. 

2022 წელი

ბანერები