ინსტიტუციური განვითარების პროექტები
''MEDIATS: Training and Society Transformation''
2018 წლის ნოებრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ჩაერთო ERASMUS + ახალი პროექტის “MEDIATS: Training and Society Transformation” განხორციელებაში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მასში საქართველოს გარდა მონაწილეობენ შემდეგი ქვეყნები: ნიდერლანდების სამეფო, ესპანეთი, ლატვია, გერმანია, აზერბაიჯანი და უკრაინა.
პროექტი პარტნიორ უნივერსიტეტებს (ქართულ, აზერბაიჯანულ და უკრაინულ) საშუალებას აძლევს, ევროპის უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით გახდნენ მთავარი მოთამაშეები მედიაციის პროცესების ხელშეწყობაში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ილიაუნის სამართლის სკოლის აქტივობა მოიცავს ორ კომპონენტს, ესენია:
სამაგისტრო საფეხურზე მედიაციის მოდულისა და სასერტიფიკატო პროგრამის შემუშავება;
მედიაციის ფედერაციის შექმნა.
აღსანიშნავია, რომ ილიაუნის სამართლის სკოლა ლიდერია ბოლო კომპონენტში და კოორდინაციას უწევს პარტნიორ ქვეყნებში მსგავსი ფედერაციების ჩამოყალიბებას.
პროექტი ითვალისწინებს პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგების გამართვას კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მედიატორთა სერტიფიცირებისა და ტრენინგების სისტემის შექმნას, სტუდენტთა სტაჟირებას ევროპის ქვეყნებში და ა. შ.
პროექტის კოორდინატორია ნიდერლანდების ბიზნესის აკადემია (ნიდერლანდების სამეფო)
Modernization of environment protection studies programmes for Armenia and Georgia (MENVIPRO)
პროექტის საერთო მიზანს წარმოადგენს სამაგისტრო კურსების ხარისხის გაუმჯობესება სომხეთსა და საქართველოში. გარემოსდაცვითი სფეროს სწავლება ბოლონიის პრინციპების შესაბამისად, სასწავლო გეგმების კომპლექსური მოდერნიზაციის საფუძველზე, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EAU- ს) სალზბურგის პრინციპების დაცვით და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის. კურიკულუმის განვითარება ეფუძნება ევროპაში სამიზნე ქვეყნებსა და მათ ფარგლებს გარეთ მიღებულ საუკეთესო პრაქტიკის ანალიზს, და მოიცავს როგორც თანამედროვე ტექნოლოგიებს ასევე საგანმანათლებლო ინოვაციებს. ყურადღება გამახვილდება კურსდამთავრებულთა განათლებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე. საუნივერსიტეტო-საზოგადოება-ინდუსტრიული კავშირები მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ კურსდამთავრებულთა კარგი დასაქმების უზრუნველსაყოფად. იმისათვის, რომ გააძლიეროს უნივერსიტეტებში არსებული გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კუსები პროექტი შეიმუშავებს დისტანციური სწავლების კურსებს რომლებიც დაკავშირებული იქნებიან თანამედროვე საგანმანათლებო და კვლევით გარემოს დაცვის ლაბორატორიასთან (ERLEP). ლაბორატორიასთან დაკავშირებული დისტანციური სწავლების კურსები გამოყენებული იქნება სტუდენტური პროექტებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს მრავალი წლის განმავლობაში გარემოს დაცვის დარგში დაგროვებული ცოდნის ათვისებას და გავრცელებას.
პროექტის ერთ-ერთი ოპერატიული მიზანი არის ახალი და გაუმჯობესებული სამაგისტრო კურსების სასწავლო პროგრამების შემუშავება და მომზადება აკრედიტაციისათვის. ყველა მონაწილე პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტებში შესაბამისი სამაგისტრო კურსების სასწავლო გეგმის მოდერნიზაციის დანერგვა.
პროექტის კოორდინატორია: ტუსკიას უნივერსიტეტი - იტალია
პროექტის მიზანია გააძლიეროს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო პროცედურები და მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა არსებულ პროგრამებზე სტუდენტების ჩართულობა გაიზარდოს. ზრდა.
პროექტის სპეციფიკური მიზნები: ევროპული გამოცდილების გაზიარება დისტანციური სწავლების პრაქტიკასთან მიმართებაში; ხელი შეუწყოს პარტნიორი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურულ მომზადებას, რომელიც საჭიროა სწავლების დისტანციურად წარმართვისთვის; პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის გადამზადება უშუალოდ დისტანციური სწავლების მიმართულებით; მოამზადოს პარტნიორი უნივერსიტეტების ადმინისტრაციული თანამშრომელები, რომლებიც მოგვიანებით დახმარებას აღმოუჩენე ნაკადემიურ თანამშრომლებს; გაზარდოს ცნობადობა დისტანციურ სწავლებასა და მის სიკეთეებზე პროექტის სამიზნე ჯგუფებში (სტუდენტები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჯგუფებიდან; რეგიონებში მცხოვრები და სრულ ან ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული სტუდენტები).
პროექტის კოორდინატორია პორტოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი.
ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში
2020-2023 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილე იქნება ერაზმუს +- ის მიერ დაფინანსებული ეროვნული პროექტისა „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში“ (Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs – DITECH.)
პროექტის მიზანია ტექნოლოგიით გაძლიერებული სწავლება-სწავლის დანერგვისა და განვითარების გზით უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს უსდ-ებში.
კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტები არიან:
1. ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი) – პროექტის კოორდინატორი
2. კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა)
3. კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ირლანდია)
4. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
5. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
6. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
7. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
8. სოხუმის სახელმწიფო უნვერსიტეტი
9. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
10. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
11. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
პროექტის კოორდინატორია:ტალინის უნივერსიტეტი.
Educating Science Teachers for All (ESTA)
პროექტის მიზანია მხარი დაუჭიროს უნივერსიტეტის პერსონალის სამეცნიერო განათლებას, მათ მომზადებას, მიიღოს და გამოიყენოს ევროკომისიის ქვეყნების გამოცდილება ამ მიმართულებით, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან ისეთ თემებზე როგორიცაა „ სამეცნიერო განათლება ყველასთვის “ და „ჰეტეროგენიულობა და მრავალფეროვნება სამეცნიერო განათლებაში “.
პროექტის კოორდინატორია: ლუდვიგსბურგის უნივერსიტეტი
„მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE).
პროექტის მიზანია უნივერსიტეტების მესამე მისიის ხარისხის და რელევანტურობის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს უნივერსიტეტების როლის ზრდას საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.
პროექტის ფარგლებში ქართული უნივერსიტეტები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნიან მეთოდოლოგიას და გზამკვლევებს მესამე მისიის დაგეგმვის, დანერგვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ, ასევე შემუშავდება მესამე მისიის სტრატეგია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განაახლებენ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას და მოახდენენ აქტივობების შეფასების ინტეგრირებას ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს უნივერსიტეტების მესამე მისიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის კონსორციუმის თითოეულ წევრ უნივერსიტეტში მოხდება მესამე მისიის თითო პროექტის პილოტირება.
პროექტის კოორდინატორი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტი „ჭკვიანი მეწარმეობის თანამშრომლობის და სტუდენტების კონკურენტუნარიანი ინტელექტის საშუალებით უნივერსიტეტებისა და ინდუსტრიის დაკავშირება მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში“ მიზნად ისახავს ჭკვიანი (მრავალგანზომილებიანი) სამეწარმეო მიდგომის საფუძველზე უნივერსიტეტისა და ინდუსტრიის ურთიერთობების, ასევე სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანი ინტელექტის (ქცევები, უნარები, აზროვნება) და მათ მიერ სამუშაო ადგილების შექმნის უნარების გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
პროექტის კოორდინატორი: მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Promoting Relevant Education in Science for Sustainability (PRESS)
პროექტის მიზანია ინოვაციური მიდგომების დანერგვა საბუნებისმეტყველო განათლებაში. მის ფარგლებში მომზადდება საუნივერსიტეტო კურსები და დამხმარე მასალა მომავალი მასწავლებლებისთვის – საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის.
პროექტი ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მე-4 მიზანს „ხარისხიანი განათლება“, მის დანერგვას საკლასო სივრცეში და მის ფარგლებს გარეთ.
პროექტის კოორდინატორია ბრემენის უნივერსიტეტი, გერმანია, თანაკოორდინატორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტის პარტნიორები:
- ჰელსინკის უნივერსიტეტი, ფინეთი
- კლაგენფურტის უნივერსიტეტი, ავსტრია
- ბათუმის უნივერსიტეტი, საქართველო
- დევიდ იელინის განათლების აკადემიური კოლეჯი, ისრაელი
- არაბული განათლების აკადემიური კოლეჯი, ისრაელი
- სულთან აგენგ ტირტაიაზის უნივერსიტეტი, ინდონეზია
- ნეგერი მალანგის უნივერსიტეტი, ინდონეზია
პროექტის კოორდინატორი: ბრემენის უნივერსიტეტი
,,Responsible Conduct of Research - Research Integrity and Ethics in Georgian Universities (ETHICS)”
პროექტის ძირითადი მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება უნივერსიტეტების დონეზე.
პროექტის კოორდინატორი:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი