ჟან მონე
„ევროპის დაკავშირება პერიფერიასთან“
2019 წლის სექტემბრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაერთო Erasmus + ჟან მონეს ქსელის ახალ პროექტში „ევროპის დაკავშირება პერიფერიასთან“ (Linking “Europe at the periphery).
პროექტის მიზანია, აკადემიურად გამოიკვლიოს, როგორ ასწავლიან ევროკავშირის შესახებ კონსორციუმის წევრ ქვეყნებში და შექმნას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისათვის ხელსაყრელი გარემო, მათ შორის იმ ცოდნისა, რომელიც ეხება მეთოდოლოგიურ და თეორიულ გამოწვევებს, რომლებსაც აწყდებიან ევროპის კვლევისას პერიფერიებში. პროექტი ასევე მიზნად ისახავს, ნათელი მოჰფინოს, თუ როგორ აღწევს ევროკავშირი ხალხის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამასთან შეაფასოს პერიფერიებში ევროსკეპტიციზმის წარმოშობის მიზეზები და ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებელი ფაქტორები.
პროექტის პარტნიორები არიან: ესკიშეჰინ ოსმანგაზის უნივერსიტეტი (თურქეთი), პრიშტინას უნივერსიტეტი „ჰასან პრიშტინა“ (კოსოვო), ივან ფრანკოს სახელობის ლვოვის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა), პოლიტიკის მეცნიერებისა და საჯარო ადმინისტრირების ეროვნული უნივერსიტეტი (რუმინეთი).
პროექტის კოორდინატორი: შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ევროპის კვლევების ცენტრი (თურქეთი).
პროექტი „ევროკავშირის მემკვიდრეობის დიპლომატიის გამოწვევები და შესაძლებლობები“
პროექტი „ევროკავშირის მემკვიდრეობის დიპლომატიის გამოწვევები და შესაძლებლობები“ შეისწავლის კულტურული მემკვიდრეობის როლს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში. 15 უნივერსიტეტისგან შემდგარი კონსორციუმი გააერთიანებს ინტერდისციპლინურ გამოცდილებას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის, აღმოსავლეთ ევროპის, მეხსიერების პოლიტიკისა და მემკვიდრეობის პრაქტიკის შესახებ.
პროექტი მიზნად ისახავს გამოიკვლიოს ევროკავშირის, როგორც ღირებულებებზე დაფუძნებული აქტორის, პოტენციალი მემკვიდრეობის პოლიტიკაში.
პროექტის ძირითადი ქვესაკითხები:
- ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის დიპლომატია დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების ხელშეწყობისთვის;
- კონფლიქტის პრევენციასთან ფოკუსირება სადავო მემკვიდრეობაზე;
- მემკვიდრეობის დაცვა და რეკონსტრუქცია.
პროექტის კოორდინატორი: ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი