ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტრენინგი მასარიკის უნივერსიტეტში

ახალი ამბები

2018 წლის 27 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით მასარიკის უნივერსიტეტმა ბრნოში (ჩეხეთი) ორგანიზება გაუწია და უმასპინძლა ერთკვირიან ტრენინგს ბიზნესის მოდელის დახვეწისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თემაზე ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის Investing in Entrepreneurial Universites in Caucasus and Central Asia (EUCA-INVEST) ფარგლებში.

ტრენინგს დაესწრნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები – ანა გელაშვილი, ქეთი გიორგაძე, მერი ამირანაშვილი, ნათია ჯაში და მარიამ ივანიშვილი, რომლებიც ილიაუნის ბიზნესიდეების სასტიპენდიო კონკურსის შედეგად შეარჩიეს საუკეთესო ინოვაციური სტარტაპიდეების წარდგენისთვის. სტუდენტებს საშუალება მიეცათ, დასწრებოდნენ შემდეგი თემატიკის სესიებს: პროდუქტის ვალიდაცია, ბიზნესმოდელი, მომხმარებლის განსაზღვრა.

მონაწილეები შეხვდნენ ჩეხეთის სამეწარმეო ეკოსისტემის წარმომადგენლებს. სტუდენტებს ასევე საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ მენტორინგსესიაში, სადაც სხვადასხვა მიმართულების მენტორებს შეხვდნენ და მიიღეს რჩევები სტარტაპიდეების განვითარების შესახებ.

ბანერები