ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტრენინგი „კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება“

ახალი ამბები

4 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგკურსი „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა“, რომელიც მიზნად ისახავდა მკვლევრებისთვის და დოქტორანტებისთვის ეთიკური კვლევითი პრაქტიკების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და კეთილსინდისიერების პრინციპების გაღრმავებას. ტრენინგს ესწრებოდნენ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის, ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განთლების ფაკულტეტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის 34 დოქტორანტი.

ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა, მონაცემთა მართვა, სამეცნიერო პუბლიკაციების ეთიკა, ღია მეცნიერება, ასევე პლაგიატისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მექანიზმები.

კურსს უძღვებოდნენ მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორები ჯანა ჯავახიშვილი და ნინო ჯავახიშვილი;  ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი გიგა ხოსიტაშვილი.

ტრენინგკურსი შემუშავებულია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში. პროექტის ძირითადი მიზანი უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესებაა.

2025

ბანერები