ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტრენინგების სერია კვლევის კეთილსინდისიერების თემაზე

ახალი ამბები

3-5 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის გაიმართა ონლაინშეხვედრების სერია კვლევის კეთილსინდისიერების შესახებ.

ტრენინგი შემუშავებულია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში. მისი ძირითადი მიზანი უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესებაა.

შეხვედრები მოიცავდა შემდეგ თემატიკას:

  • კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება: ევროპული და ინსტიტუციური სამართლებრივი ჩარჩო - თეონა დიასამიძე, სამეცნიერო კვლევების კოორდინაციის სამსახურის სპეციალისტი
  • აკადემიური გადაცდომების თავიდან აცილება და მართვა კვლევით სფეროში - ნინო რჩეულიშვილი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი
  • პუბლიკაციის გამოქვეყნებისა და საავტორო ეთიკა – პოლიტიკის განსაზღვრა - თამარ ბასიშვილი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
  • კეთილსინდისიერების პრინციპები კვლევაში და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული გამოწვევები - გიგა ხოსიტაშვილი, ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი

შეხვედრებს სულ 46 ადამიანი დაესწრო, როგორც სადოქტორო საფეხურის სტუდენტები, ასევე უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

2024

ბანერები