ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტატიების მიღება ჟურნალში Practical eLearning

ახალი ამბები

დაიწყო სტატიების მიღება ჟურნალში Practical E-learning, რომლის მომდევნო ნომერი მიეძღვნება უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის, თანასწორობისა და დემოკრატიზაციის საკითხებს.

სტატიების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ნოემბერი.

სტატიები მიიღება შემდეგ თემებზე:

  • უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი უმაღლესი განათლების დემოკრატიზაციის პროცესში;
  • სტუდენტებისა და ლექტორების აღქმა უმაღლესი განათლების თანაბრად ხელმისაწვდომობის საკითხებზე;
  • სტუდენტებისა და ლექტორების კომპეტენციები საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • ინკლუზიური განათლება;
  • ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები;
  • განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა განათლება.

ჟურნალს გამოსცემს პორტოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (პორტუგალია), რომელიც პროექტის LOVEDISTANCE კოორდინატორია. პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ და მის ფარგლებში საქართველოსა და ისრაელში გადამზადდება როგორც აკადემიური, ისე ადმინისტრაციული პერსონალი ისეთ საკითხებში, როგორებიცაა შერეული და დისტანციური სწავლების დროს სასწავლო კურსების მომზადება, განხორციელება და ხარისხის შეფასება.

ამ ნომრის რედაქტირებას ხელმძღვანელობს პროექტის LOVEDISTANCE ევროპელი პარტნიორი ვიგოს უნივერსიტეტი (ესპანეთი).

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2Y1fPPb

პროექტის და მის ფარგლებში შემუშავებული რესურსებისთვის მიმართეთ შემდეგ ვებგვერდს: https://bit.ly/3igTy6Q

 2021 წელი

 

ბანერები