ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან

ახალი ამბები

30 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე, განვითარების სამსახურის უფროსი ქეთევან დარახველიძე, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები.

შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელებული ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის განხილვას (Technology Transfer Pilot Program (TTPP) და ტექნოლოგიების გადაცემის ერთობლივი ოფისის შექმნის მიმართულებით თანამშრომლობას. გარდა ამისა, რადგან TTPP დასასრულს უახლოვდება, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში მუდმივი ტექნოლოგიების გადაცემის ოფისის დაარსების კონცეფციაზე ისაუბრეს.

2022 წელი

 

ბანერები