ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შეხვედრა დოქტორ ეიუფ ქუნთაი თურმუშთან

ღონისძიებები

4 მაისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში პროექტ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მისი მდგრადობის მართვის უზრუნველყოფის ქსელის-REACT-ის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა NATO SPS პროგრამის მთავარ კოორდინატორ, დოქტორ ეიუფ ქუნთაი თურმუშთან.

შეხვედრაზე დოქტორი თურმუში უნივერსიტეტის პროფესორებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს გააცნობს ინფორმაციას NATO SPS პროგრამის ფარგლებში კვლევითი პროექტების წარდგენის შესახებ – რას წარმოადგენს SPS პროგრამა და როგორ შეიძლება კვლევითი პროექტისთვის დაფინანსების მოპოვება, ისაუბრებს სამომავლო თანამშრომლობასა და კვლევით შესაძლებლობათა პერსპექტივებზე.

აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი NATO პროგრამის ფარგლებში 2020 წლის ოქტომბრიდან იტალიელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად უკვე ერთი კვლევითი პროექტის მონაწილეა. ამ პროექტით სტიპენდიას იღებს უნივერსიტეტის სამი ახალგაზრდა მეცნიერი.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 4 მაისი, 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები