ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სხვა პროექტები

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მისი მდგრადობის მართვის უზრუნველყოფის ქსელი – REACT

ახლახან წარმატება მოიპოვა და დაფინანსება მიიღო NATO-ს პროექტმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მისი მდგრადობის მართვის უზრუნველყოფის ქსელი –REACT (NetwoRk for alErting and managing public safeTy and resilience – REACT)

პროექტი დაფინანსდა პროექტის Science for Peace and Security Programme Multi-Year Research Project ფარგლებში და მისი ხანგრძლივობა 36 თვეა.

პროექტის საერთო სტრატეგიული მიზანია ნატოს წევრებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის უსაფრთხოების გაზრდა ინტერაქტიული, ინტელექტუალური, მრავალენოვანი, მრავალმხრივი და რეალურ დროში მოქმედი პლატფორმის (სახელწოდებით REACT) მეშვეობით.

პლატფორმაზე იმუშავებს გარემოს ფიზიკურ-ქიმიური უსაფრთხოებისა და ინფორმირების ქსელი; მისი მიზანია ტერორისტული თავდასხმის ან სხვა შემთხვევაში დროულად ამოიცნოს გარემოს დაბინძურების საფრთხე, შესაძლო დამაბინძურებელი ქიმიური და ბიოლოგიური აგენტები და დასახოს მათი განეიტრალების პროტოკოლები.

პროექტის ფარგლებში გაიმართება სემინარები და შეიქმნება შესაბამისი ლიტერატურა.

პროექტის კოორდინატორია ვენეციის უნივერსიტეტი.

ბანერები