ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„შეფასების მექანიზმები უმაღლეს სასწავლებლებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად“

ახალი ამბები

ერაზმუს+-ის პროექტის „შეფასების მექანიზმები უმაღლეს სასწავლებლებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად“ (Assessment Tools for new learning environments in higher education institutions / ASSET) ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი (სოფიკო ლობჟანიძე, ეკა ტყავაშვილი, მარიკა კირვალიძე) აგრძელებს მუშაობას როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, ისე სხვა დაინტერესებული პირებისთვის, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისათვის.

არსებული გამოწვევების საპასუხოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მოახდინა პროექტის ფარგლებში შემუშავებული მიდგომების ადაპტირება დისტანციურ სწავლებასთან და გაუზიარა იგი სხვდასხვა სამიზნე ჯგუფს.

  1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ადაპტირებული მიდგომა წარუდგინა სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს ონლაინვებინარზე, რომელზეც  განხილული იყო „კრიტიკული მეგობრის“ მიდგომის არსი, მიზნები, დადებითი მხარეები და გამოწვევები.

ვებინარი ჩატარდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და მას ამ დროის მონაცემებით ჰყავს 17.000-ზე მეტი მნახველი.

https://bit.ly/3gjG6fN

  1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ჩაატარა სემინარები სტუდენტებთან, რომლებიც მიმდინარე სემესტრში დისტანციურ ფორმატში არიან ჩართულები „კრიტიკული მეგობრის“ და „რეფლექსიური დღიურის“ პილოტირების პროცესში.

სემინარებმა გაზარდა სტუდენტთა მოტივაცია, მიიღონ მონაწილეობა კვლევაში. როგორც მათ აღნიშნეს, აღიშნული მიდგომა განსაკუთრებით ღირებულია სოციალური დისტანციის დროს, როდესაც სოციალური ურთიერთობის მოთხოვნილება განსაკუთრებით გაზრდილია.

https://bit.ly/2TAhOUS

  1. „კრიტიკული მეგობრის“ მიდგომა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ასევე წარუდგინა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული  ონლაინკურსის ფასილიტატორებს. ვებინარის მიზანი იყო სტუდენტებთან „კრიტიკული მეგობრის“ მიდგომით მუშაობის გამოცდილების გაზიარება. 

https://bit.ly/3d2f0aP

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი უახლოეს მომავალში გეგმავს კიდევ 

ორი ვებინარის გამართვას, რომელთა თემებიც იქნება „კრიტიკული მეგობრის“

კონკრეტული ინსტრუმენტები და რეფლექსიური დღიური.

https://bit.ly/3gjG6fN

ბანერები