ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სირთულეებთან გამკლავების შეტყობინებისა და მართვის ქსელის შექმნა

ახალი ამბები

2022 წლის ნოემბრის ბოლოს ვენეციაში (იტალია) კაფოსკერის უნივერსიტეტისა და CINSA-ის – საუნივერსიტეტო ეროვნული კონსორციუმი გარემოს დაცვითი მეცნიერებებისთვის/Interuniversity National Consortium for Environmental Sciences  ორგანიზებით ნატოს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის / NATO Science for Peace and Security Programme“ მიერ განხორციელებული პროექტის „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სირთულეებთან გამკლავების შეტყობინებისა და მართვის ქსელის შექმნის / Network for Alerting and Managing Public Safety and Resilience – REACT“ ფარგლებში გამართული მორიგი სამეცნიერო შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან კუპატაძე (პროექტის თანადირექტორი საქართველოს მხრიდან) .

შეხვედრაში საქართველოდან მონაწილეობდნენ:

  1. ქეთევან კუპატაძე,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი;
  2. ქეთევან დარახველიძე,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახურის უფროსი;
  3. მალხაზ ლაგურაშვილი„ პროექტის „ენდ უზერ“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი;
  4. თამარ ედიშერაშვილი,პროექტის სტიპენდიატი, ახალგაზრდა მეცნიერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი;
  5. ლექსო თორიაშვილი-პროექტის სტიპენდიატი, ახალგაზრდა მეცნიერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

პირველ დღეს შეჯამდა ჩატარებული კვლევები და გაანალიზდა პროფესორ ანდრეა გამბაროს მიერ გამოკვლეული საკითხი, კერძოდ კი  ვენეციაში ჰაერის დაბინძურების მხრივ არსებული მდგომარეობა.

პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა NATO პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის / NATO Science for Peace and Security Programme“ სამეცნიერო წარმომადგენელმა ეიუპ თურმუსმა. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პროექტში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და მომავალში უფრო მეტი პროექტი ისურვა საქართველოდან.

ქეთევან კუპატაძემ წარმოადგინა გეგმა, თბილისში სად განთავსდება პროექტის ფარგლებში საქართველოსთვის გადმოცემული ჰაერის ქიმიური დაბინძურების მონიტორინგის სენსორები და რა ნიშნით შეირჩა ესა თუ ის ადგილი კვლევისთვის. სამეცნიერო საზოგადოებას გააცნო კვლევის გეგმა.

პროექტის ამერიკულმა მხარემ, პერდუს უნივერსიტეტის პროფესორმა დევიდ ებერტმა ისაუბრა განგაშის ქსელის პლატფორმაზე და წარმოადგინა მისი სამუშაო ვერსია.

გაიმართა პროექტისთვის შექმნილი ანიმაციური ფილმის პრემიერა და პროექტის იტალიური მხარის ხელმძღვანელმა მარკო ბენედეტიმ წარმოადგინა ფილმთან დაკავშირებული სპეციალური გამოფენა.

შემდეგ დღეს კაფოსკერის უნივერსიტეტის ეზოში სპეციალურად ქართული ჯგუფისთვის მოეწყო სენსორებთან მუშაობის ვორკშოპი. გაიმართა საქმიანი შეხვედრები უნივერსიტეტის სხვა აკადემიურ პერსონალთან და დაიგეგმა სამეცნიერო თანამშრომლობა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის პროექტის ფარგლებში გადმოცემული ჰაერის ქიმიური დაბინძურების მონიტორინგის სენსორები უკვე თბილისშია და კვლევა უახლოეს მომავალში დაიწყება.

პროექტის მესამე სამუშაო შეხვედრას ქართული მხარე, კერძოდ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივნისში უმასპინძლებს.

 2022 წელი

 

ბანერები