ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სირთულეებთან გამკლავების შეტყობინებისა და მართვის ქსელი – პროექტის შემაჯამებელი წარდგენა

ღონისძიებები

19 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სირთულეებთან გამკლავების შეტყობინებისა და მართვის ქსელის შექმნის (Network for Alerting and Managing Public Safety and Resilience – REACT) პროექტის შემაჯამებელი შედეგების წარდგენა.

პროექტზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი NATO-ს პროგრამის - მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის /NATO Science for Peace and Security Programme ფარგლებში, ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტსა (იტალია), კონსორციუმთან CISNA (იტალია) და ოკლაჰომის უნივერსიტეტთან (აშშ) თანამშრომლობით მუშაობს.

პროექტი მიზნად ისახავს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგისა და განგაშის სისტემის შექმნას ტერორისტული ან სხვა ტიპის თავდასხმის შემთხვევაში, ასევე რეაგირების პროტოკოლების შემუშავებას ატმოსფერული ჰაერის განსაკუთრებით საშიში ქიმიური აგენტებით დაბინძურების შემთხვევაში.

აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაციას უფრო ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე.

სამუშა ენა: ქართული

დრო: 19 დეკემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახეპმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი.

ბანერები