ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მისი მდგრადობის მართვის უზრუნველყოფის ქსელი-REACT

ახალი ამბები

ახლახან წარმატება მოიპოვა და დაფინანსება მიიღო NATO-ს პროექტმა: საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მისი მდგრადობის მართვის უზრუნველყოფის ქსელი –REACT (NetwoRk for alErting and managing public safeTy and resilience – REACT)

პროექტი დაფინანსდა პროექტის Science for Peace and Security Programme Multi-Year Research Project ფარგლებში და მისი ხანგრძლივობა 36 თვეა.

პროექტში მონაწილეობს სამი ქვეყნის უნივერსიტეტი:

  1. ვენეციის უნივერსიტეტი (იტალია), პროექტის დირექტორი, პროფ. ანდრეა გამბარო;
  2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), პროექტის თანადირექტორი, პროფ. ქეთევან კუპატაძე;
  3. პერდუს უნივერსიტეტი (შეერთებული შტატები), პროექტის თანადირექტორი, პროფ. დევიდ ებერტი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პროექტში ჩართული იქნება სამი ახალგაზრდა მკვლევარი:

  • გიორგი იანქოშვილი;
  • თამარ ედიშერაშვილი;
  • გიორგი ხუბაშვილი.

საქართველოს მხრიდან პროექტის სემინარებსა და ინფორმაციის მიღებაში ჩართული იქნებიან შემდეგი წარმომადგენლები:

  • თავდაცვის სამინისტრო;
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო; 
  • გარემოს ეროვნული სააგენტო;
  • მასწავლებლის სახლი;
  • ლოგოსის საერთაშორისო აკადემია;
  • საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია.

პროექტის საერთო სტრატეგიული მიზანია ნატოს წევრებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის უსაფრთხოების გაზრდა ინტერაქტიული, ინტელექტუალური, მრავალენოვანი, მრავალმხრივი და რეალურ დროში მოქმედი პლატფორმის (სახელწოდებით REACT) მეშვეობით.

პლატფორმაზე იმუშავებს გარემოს ფიზიკურ-ქიმიური უსაფრთხოებისა და ინფორმირების ქსელი; მისი მიზანია ტერორისტული თავდასხმის დროს ან სხვა შემთხვევაში დროულად ამოიცნოს გარემოს დაბინძურების საფრთხე, შესაძლო დამაბინძურებელი ქიმიური და ბიოლოგიური აგენტები და დასახოს მათი განეიტრალების პროტოკოლები.

პროექტის ფარგლებში გაიმართება სემინარები და შეიქმნება შესაბამისი ლიტერატურა.


ბანერები