ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა BE-OPEN პროექტის აზერბაიჯანელ პარტნიორებთან

ახალი ამბები

2023 წლის 18-19 სექტემბერს ბაქოში გაიმართა შეხვედრა Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის, BE-OPEN აზერბაიჯანელ პარტნიორებთან. შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში გადანაწილებული როლებისა და ინსტიტუციური მზაობის დადასტურება. შეხვედრაში მონაწილეობდნენ  პარტნიორები:

  • აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო
  • ხაზარის უნივერსიტეტი
  • აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი
  • სუმგაითის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აზერბაიჯანის ეროვნული Erasmus+ ოფისი

პროექტის თითოეულ პარტნიორთან ჩატარდა ინდივიდუალური შეხვედრა. შემაჯამებელ  შეხვედრაზე კი  წარდგენილ იქნა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი თითოეული აქტივობა; დადგინდა და დამტკიცდა აქტივობის ხელმძღვანელი ინსტიტუცია და მისი როლი.

მოკლედ პროექტის შესახებ

BE-OPEN პროექტის მიზანია განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით გააძლიეროს ეფექტური, ინკლუზიური და პასუხისმგებლიანი ციფრული ტრანსფორმაცია ღია მეცნიერების პრინციპებისა და ღირებულებების განხორციელების გზით, ეროვნულ და ინსტიტუციურ დონეზე საქართველოსა და აზერბაიჯანში.

პროექტის კონსორციუმი

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი)
  • მარიბორის უნივერსიტეტი
  • ევროპის პოლიტიკის განვითარებისა და კვლევის ინსტიტუტი
  • ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი/STICHTING VU
  • ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის /STICHTING EIFL.NET
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
  • ხაზარის უნივერსიტეტი
  • აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი
  • სუმგაითის სახელმწიფო უნივერსიტეტი

არასაუნივერსიტეტო პარტნიორები

  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო
  • აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმი
2023 წელი
 
 
 
 
ბანერები