ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა პორტალ isu.vidatum.emis.ge-ის შესახებ

ახალი ამბები

8 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევების კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელობით ონლაინ გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS+ მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ზრდა კვლევისა და განვითარების სამსახურის საშუალებით (HERD)“ ფარგლებში.

შეხვედრაზე, რომელიც ორგანიზებული იყო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, ასევე მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის, სამართლის სკოლის, საბუნებისმეტყველო და მედიცინის ფაკულტეტის და ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის დეკანებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების ხელმძღვანელებისთვის, განიხილეს პროექტი, მისი მიზნები და ინფორმაცია მეცნიერების მენეჯმენტის პორტალის შესახებ, კერძოდ, დეტალურად განიხილეს ილიაუნის პროექტის ფარგლებში შექმნილი პორტალი isu.vidatum.emis.ge, რომელიც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში კვლევითი საქმიანობის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას.

ასევე განიხილეს პროექტის მონაწილე უნივერსიტეტებისთვის გაერთიანებული სამეცნიერო პორტალი: portal.vidatum.emis.ge, ერთობლივი კვლევითი პლატფორმა, რომელზეც განთავსებული იქნება მიმდინარე და უახლესი ინფორმაცია საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის საქმიანობის, მიმდინარე და დასრულებული პროექტებისა და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის შესახებ.

დეტალურად განხილულ იქნა ახალი სისტემისა და უნივერსიტეტის შეფასების სისტემის ინტეგრირების, საერთო ფუნქციების გამოყენების შესაძლებლობების საკითხები და სამომავლო განვითარების გზები.

დასასრულ აგვისტოსთვის დაიგეგმა შემდეგომი ეტაპის შეხვედრები ფაკულტეტების ადმინისტრაციასა და შესაბამის სამუშაო ჯგუფებთან.

პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით კვლევითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას საქართველოს უნივერსიტეტებში კვლევითი სამსახურების განვითარების მეშვეობით. 

2021 წელი

 

 

 

ბანერები