ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და კონსორციუმის შეხვედრა

ახალი ამბები

25-27 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციასა და კონსორციუმის შეხვედრას, რომელიც გაიმართა Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში“ (DITECH) ფარგლებში.

კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს, როგორც ადგილობრივმა პარტნიორებმა, ასევე, პროექტში მონაწილე ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა. მოხსენებების უმრავლესობა შეეხებოდა ონლაინ სწავლებას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხს, ასევე, სტუდენტთა შეფასებას. კონსორციუმის შეხვედრაზე კი პარტნიორებმა შეაჯამეს მიმდინარე აქტივობები, იმსჯელეს გასაუმჯობესებელ მხარეებზე და შეთანხმდნენ სამომავლო გეგმებზე.

პროექტის ძირითადი მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს უნივერსიტეტებში ტექნოლოგიით გაძლიერებული სწავლება-სწავლის განვითარებისა და დანერგვის გზით. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ინოვაციური პროგრამები და ტრენინგკურსები აკადემიური პერსონალის ციფრული კომპეტენციისა და უნარების გასაუმჯობესებლად, მოხდება ცოდნის გადაცემის მეთოდების დივერსიფიკაცია, მათ შორის ონლაინ/შერეული სწავლების საშუალებით. პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია (15/01/2021-15/01/2024) და მისი ძირითადი სამიზნე ჯგუფებია: სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და მომავალი/მოქმედი მასწავლებლები. პროექტის კოორდინატორია ტალინის უნივერსიტეტი.

 2023 წელი

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები