ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია ,,ცვლილება საკლასო ოთახში“

ახალი ამბები

29 სექტემბერს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „ცვლილება საკლასო ოთახში (Change in Classroom)“ გიგა ხოსიტაშვილმა ისაუბრა პროექტის „სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლისა და სწავლების გამოყენებით“ (LOVEDISTANCE) შესახებ.

კონფერენციას, რომელიც გაიმართა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის (სომხეთი) ორგანიზებით, ესწრებოდნენ მომხსენებლები როგორც აღმოსავლეთ თანამშრომლობის ქვეყნებიდან (სომხეთი, ბელორუსია, საქართველო, მოლდავეთი, უკრაინა), ასევე ევროპული პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლები (ბელგია, პორტუგალია, შვედეთი, ესპანეთი, ავსტრია). კონფერენცია იყო ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის წახალისება სტუდენტთა სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (PRINTEL)“ შემაჯამებელი ღონისძიება.

გიგა ხოსიტაშვილმა ყურადღება გაამახვილა პროექტის LOVEDISTANCE მიზნებსა და იმ აქტივობებზე, რომლებიც ქმნის უკვე განხორციელებულ პროექტებთან სინერგიის შესაძლებლობას და საფუძველს უყრის პროექტის შედეგების მდგრადობას.

ვრცლად პროექტის შესახებ: https://lovedistance.eu/

2021 წელი

ბანერები