ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

რობოტების სასკოლო შეჯიბრება

26 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ამერიკის საელჩოსა და EPAM Georgia-სთან თანამშრომლობით საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-9-მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის რობოტების სასკოლო შეჯიბრება გაიმართა.

აღნიშნული პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის საელჩოს საქართველოში 2021 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.

შეჯიბრება ჩატარდა სამი მიმართულებით რობოტთა ორ განსხვავებულ კატეგორიაში –  mBot და 4WD Smart Robot Car რობოტებისთვის.

შეჯიბრების 3 მიმართულება მოიცავდა:

  • სწორ ხაზზე მოძრაობას-რობოტები ერთმანეთს პირველობისთვის სწორ ხაზზე მოძრაობაში ეჯიბრებოდნენ. გამარჯვებული იყო ის, ვისი რობოტიც პირველი მივიდოდა ფინიშის ხაზთან.
  • ზიგზაგზე მოძრაობას- რობოტები ერთმანეთს ზიგზაგის შავი ხაზის გავლაში ეჯიბრებოდნენ, ისე რომ არ გამოეტოვებინათ მონაკვეთი და გამარჯვებული იყო ის ვინც ყველაზე სწრაფად დაასრულებდა მოქმედებას.
  • ლაბირინთში მოძრაობას- რობოტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ლაბირინთის საწყისი წერტილიდან, ბოლო გასასვლელ წერტილამდე მისვლაში. გამარჯვებული იყო ის გუნდი, რომლის რობოტმაც  დროის ყველაზე მცირე მონაკვეთში დაფარა მანძილი.

შეჯიბრებაში 75 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ჟიურის გადაწყვეტილებითა და შეჯიბრების სამივე მიმართულების შეჯამებით გამოვლინდა თითო გამარჯვებული გუნდი   mBot და 4WD Smart Robot Car-ის კატეგორიაში.

  • 4WD Smart Robot Car-ის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა  მოსე ხონელის სახელობის ქ. ხონის №1 საჯარო სკოლის გუნდი-” Lighting McQueen”;
  • mBot რობოტის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლის გუნდი-”ლოკოკინა”.

პრიზები:

  • გამარჯვებულ გუნდებს ღონისძიების პარტნიორმა, კომპანია “LOPUS-ELECTRONICS”-მა საჩუქრად გადასცა 250 ლარის ღირებულების ვაუჩერი, რომლის გამოყენებასაც მათ მაღაზიებში შეძლებენ. კომპანიამ ასევე გამოყო 25%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი თითოეული დარეგისტრირებული მონაწილისთვის.

კომპანია LOPUS-ELECTRONICS "STEM"-ით დაინტერესებულ მოსწავლეებს სთავაზობს ელექტრონიკის დისტანციურად შესწავლას მრავალფუნქციური ელექტრო ნაკრებისა და მშობლიურ ენაზე ჩაწერილი ვიდეოგაკვეთილების მეშვეობით.

გამარჯვებული გუნდის წევრები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრისგან დასაჩუქრდნენ კურსებით:

  • გრაფიკული დიზაინის კურსი
  • 3D მოდელირების კურსი
  • Python-ის კურსი
  • დრონების კურსი
  • ელექტრონიკის კურსი
2022
ბანერები