ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიის პრინციპების ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში (CURE)“ მონიტორინგ-შეხვედრა

ახალი ამბები

2021 წლის 22 ივლისს გაიმართა ერაზმუს+ პროექტის კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიის პრინციპების ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში (CURE) შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა ERASMUS+ ისრაელის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ნაამა ლევი. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროექტის მდგრადობისა და გავლენის შეფასება მისი დასრულების შემდეგ. ევროკომისია EACEA პერიოდულად აწარმოებს მათ მიერ დაფინანსებული პროგრამების მდგრადობისა და მათი გრძელვადიანი გავლენის მონიტორინგს, რათა შეაფასონ, რამდენად წარმატებულია/მდგრადია პროექტი დაფინანსების დასრულების შემდეგაც.

პროექტი მიმდინარეობდა გორდონის აკადემიური კოლეჯის (ისრაელი) კოორდინირებით. კონსორციუმი შედგებოდა 6 სხვადასხვა ქვეყნის – ისრაელი, საქართველო, ავსტრია, ესტონეთი, პოლონეთი და გაერთიანებული სამეფო – 17 ინსტიტუციისაგან.

შეხვედრაში მონაწილეობდა პროექტის 15 წევრი, რომლებიც წარმოადგენდნენ 4 სხვადასხვა ქვეყნის 9 სხვადასხვა ინსტიტუტს.

შეხვედრაზე პროექტის მდგრადობა და გავლენა დადებითად შეფასდა.

ვრცლად პროექტის შესახებ: https://bit.ly/2Wsryox

2021 წელი

ბანერები