ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტის „კურიკულუმის რეფორმა დემოკრატიული პრინციპებისა და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში“ ფარგლებში

ახალი ამბები

2018 წლის 16-17 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ტრენერთა ტრენინგი მოქმედი მასწავლებლების გადამზადების მეთოდოლოგიაში. ტრენინგ-მოდულის თემა იყო ,,განათლება დემოკრატიისათვის“. 

მასალები დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების სწავლებისათვის მოამზადეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა დავით მალაზონიამ და სოფო ლობჟანიძემ. ტრენინგს ესწრებოდნენ კონსორციუმის წევრი ხუთივე უნივერსიტეტის წარმომადგენლები;
მოქმედ მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა განხორციელდა 2018 წლის გაზაფხულზე თბილისში, თელავსა და ბათუმში. თბილისში ტრენინგს ესწრებოდნენ ახლომდებარე ქალაქებიდან (სიღნაღი, მცხეთა, რუსთავი, მარტყოფი) ჩამოსული მოქმედი მასწავლებლები.

ტრენინგზე განიხილეს შემდეგი თემები: განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისთვის; სწავლების ინტერაქტიური მეთოდები – შემთხვევის ანალიზი; 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები: სწავლისა და ინოვაციის უნარ-ჩვევები; საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები; სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები.

2018 წლის 21 ივნისს, 11 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ამავე პროექტის ფარგლებში გაიმართა ტრენინგი მასწავლებლებისა და განათლების სკოლის პერსონალისათვის, რომელსაც 45 მასწავლებელი ესწრებოდა. ტრენინგის თემა იყო „დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციები სკოლაში“.

ამავე დღეს ჩატარდა მეორე ტრენინგი თემაზე: „დემოკრატიული მოქალაქეობის კომპეტენციების სწავლება ცოდნისა და ღირებულებების კომბინირებული შეძენის მეთოდით (VAKE). ტრენერი იყო პროფესორი ჯან-ლუკ პატრი (ზალცბურგი, ავსტრია). ტრენინგი ორ საათს გაგრძელდა.

ბანერები