ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტის „HERD - Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units” დასკვნითი კონფერენცია და შემაჯამებელი ღონისძიება

ახალი ამბები

24-25 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროექტის ''Erasmus+ KA2 HERD - Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units'' კონსორციუმის წევრ უნივერსიტეტებთან ერთად უმასპინძლა პროექტის მთავარ კონფერენციასა და დასკვნით ღონისძიებას. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები: მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზაზა მარუაშვილი და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი.

კონფერენციაზე შეჯამდა პროექტის შედეგები და წარედგინა ფართო საზოგადოებას. კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა ღია დისკუსიის ფორმატში HERD-ის ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორის მონაწილეობით,  მოწვეული იყო ყველა დაინტერესებული მხარე და ფართო საზოგადოება, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები პროექტის შედეგების ფართო პოპულარიზაციისთვის. ევროკავშირის პარტნიორებმა შერჩეულ ქართველ პარტნიორებთან ერთად წარმოადგინეს ძირითადი გამოსვლები კვლევის სათანადო მენეჯმენტისა და უნივერსიტეტების სტრატეგიული განვითარების მნიშვნელობაზე. კონფერენციას 90-მდე მონაწილე ესწრებოდა. ის მიმდინარეობდა პირდაპირი ტრანსლაციის მხარდაჭერით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების კოორდინაციის სამსახურის უფროსმა ანა ხუნდაძემ  წარმოადგინა პრეზენტაცია ''Achievements of the Project from the glances of Georgian Consortium Members'',  რომელიც მოიცავდა კონსოლიდირებულ ინფორმაციას ადგილობრივი საჭიროების შეფასების ანგარიშისა და 5 პრიორიტეტის შესახებ, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა მიზნების მისაღწევად, რა იყო პროექტის გამოწვევები, საბოლოო შედეგები და სარგებელი.

2022 წელი

 

ბანერები