ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტის გარე დისემინაციის აქტივობა

ახალი ამბები

15 ივლისს გიგა ხოსიტაშვილმა მოწვეული მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ერთობლივ ტრენინგში „აკადემიური თავისუფლება: პრინციპები, გამოწვევები და პრაქტიკა“, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის უნივერსიტეტისა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის თანამშრომლობით გაიმართა. სესიაზე მან წარადგინა ETHICS-ის პროექტი (Responsible Conduct of Research – Research Integrity and Ethics in Georgian Universities), ისაუბრა პროექტის მიზნებზე, მიღწევებსა და საქართველოში კვლევის ეთიკისა და კვლევითი კეთილსინდისიერების გაძლიერების წვლილზე. მონაწილეებს გააცნო პროექტის რესურსები და ხაზი გაუსვა აკადემიურ თავისუფლებასთან ერთად პასუხისმგებლიანი კვლევის კულტურის განვითარების მნიშვნელობას. პრეზენტაცია განხორციელდა პროექტის გარე დისემინაციის ღონისძიების ფარგლებში.

2026

ბანერები