ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტის ETHICS წარდგენა

ახალი ამბები

21 თებერვალს გაიმართა TWINNING პროექტის „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობის მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ სამუშაო შეხვედრა თემაზე: „სამეცნიერო კვლევის კეთილსინდისიერების ხელშეწყობის გეგმის შემუშავება“.  

შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე გიგა ხოსიტაშვილი, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა არსებული პრაქტიკა და ისაუბრა პროექტის ETHICS მიზნებსა და სამომავლო ღონისძიებებზე.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სამეცნიერო ეთიკის მიმართულებით ევროპული გამოცდილების გაზიარებას. მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: მეცნიერების მიმართ ნდობის გაძლიერება, კვლევის კეთილსინდისიერების ევროპული სტანდარტების დანერგვა, სამეცნიერო ეთიკის საკითხები საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები.

მოკლედ ETHICS პროექტის შესახებ

პროექტის მთავარი მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება უნივერსიტეტების დონეზე.

პროექტის კოორდინატორი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:

  • ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი
  • ჩარლზის უნივერსიტეტი
  • მასარიკის უნივერსიტეტი
  • აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია

ქართული უნივერსიტეტები:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  • დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
  • შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ethics.iliauni.edu.ge/

2023 

ბანერები