ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტის EDUCATIONAL FOR DRONE კონსორციუმის შეხვედრა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს ერაზმუს+ -ის  პროექტში EDUCATIONAL FOR DRONE (EDRONE), რომლის მიზანია დრონების (უპილოტო საფრენი აპარატების) ტექნოლოგიების ჩართვა სასწავლო პროცესში და ამის საფუძველზე ახალი კომპეტენციის განვითარება. 

პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაატარა საპილოტე ტრენინგკურსი თემებზე:

  • დრონის შემადგენელი კომპონენტები;
  • აეროდინამიკის ძირითადი პრინციპები;
  • დრონის მართვის ტექნიკური დეტალები და სამართლებრივი რეგულაციები.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს დრონის გამოყენებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების კრეატიულად გადაჭრის გზები, რომლებიც მონაწილეებს პროექტების საინტერესო მიმართულებით განხორციელებაში დაეხმარება.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს საშუალება მიეცათ, DJI SPARK დრონი თავად გამოეცადათ.

პანდემიის გამო  პროექტი გახანგრძლივდა და შეხვედრებმა ონლაინსივრცეში გადაინაცვლა. მიმდინარე წლის 27 იანვარს გაიმართა შემაჯამებელი კონსორციუმის შეხვედრა, რომელზეც ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე. კონსორციუმის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ ყველაფრის მიუხედავად  კურსი კვლავ გაგრძელდება.

შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და ვიდეოჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/3qbntPF

ბანერები